00:00, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-02-23
არასრულწლოვანის პატიმრობის მიზეზი - საბავშვო ეტლი
15 წლის გიორგი უკვე რამდენიმე დღეა პატიმრობაშია. მისი პატიმრობის მიზეზი კი წლინახევრის ძმის გასართობად, მეზობლის სახლიდან გამოტანილი, საბავშვო ეტლი გახდა. გიორგის მამა არ ჰყავს. დედის ავადმყოფობის გამო პატარა და-ძმებს ის პატრონობს. მისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი უპატრონოდაა დარჩენილი.
2007-02-22
რეგიონებში პრესა ძვირდება
2007 წლის 1 იანვრიდან პრესისთვის საგადასახადო შეღავათების შეწყვეტამ, დამოუკიდებელ გაზეთებს პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება საქართველოს რეგიონებშია. ბევრი გამოცემის პერიოდულობა დაირღვა. გაზეთები, რომლებსაც პრობლემები მანამდეც ჰქონდათ, საერთოდ ვეღარ იბეჭდება.
2007-02-21
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივის. ამჯერად მოსარჩელე საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად რამაზ ქერეჭაშვილი დაინიშნა.
2007-02-20
წყალტუბოს პოლიცია გაუხსნელ საქმეებს აგროვებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მოქალაქე ლამარა გეგუჩაძემ მიმართა. გასული წლის მიწურულს ქუთაისიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ჩასულ გეგუჩაძეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი დამწვარი დახვდა... მომხდარით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
2007-02-19
„ჩვენი არჩევანი საქართველოა“ - დემონსტრაცია ენგურის ხიდზე
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრებმა და სტუდენტებმა ენგურის ხიდზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ხუთასამდე სტუდენტი აფხაზეთში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებდა. დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნა აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ძალადობისა და ტერორის შეწყვეტა იყო.
2007-02-19
ბათუმში მცხოვრები 350-მდე უსინათლო შეღავათებით აღარ სარგებლობს
ბათუმში უსინათლოთა საზოგადოება „სინათლე“ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, გრიბოედოვის ქუჩის ბოლოს მდებარეობს... ამ ქუჩაზე ავტობუსი არ დადის, ამიტომ იქ მისვლა რთულია. ორმაგად უძნელდება ამ ქუჩის გავლა რეზო მიქელაძეს. ის უსინათლოა. 23 წლის წინ ნაღმზე აფეთქდა და მხედველობა დაკარგა.
2007-02-16
დავით როკეტიშვილი: ,,მე ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მდევნის”
პოლიციელის მიერ უმწეო გოგონას გაუპატიურება ბორჯომელი დათო როკეტიშვილისთვის მთელი რიგი პრობლემების საწყისი აღმოჩნდა. დათო როკეტიშვილი ბორჯომის შს სამმართველოს უფროსისა და თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და დევნაზე საუბრობს.
2007-02-16
კახეთში სოციალური დახმარებები არასწორად ნაწილდება
„სიღარიბის დაძლევის პროგრამას“, რომელიც ღატაკების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი, უარყოფითად სწორედ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები აფასებენ. ღატაკები სოცაგენტების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყანებენ და მათ კორუფციაშიც ადანაშაულებენ.
2007-02-15
უნარშეზღუდულებს დაქორწინებას უკრძალავენ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი სულით ავადმყოფებსა და ჭკუასუსტებს დაქორწინებას უკრძალავს. სახალხო დამცველი კი აღნიშნულ შეზღუდვას არ ეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მის გაუქმებას სთხოვს.
2007-02-14
გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა ჩავარდა
,,რესპუბლიკური პარტიის" გორის ორგანიზაციამ მორიგი პრესკონფერენცია გორისა და ცხინვალის უნივერსიტეტების ინტეგრაციას მიუძღვნა. შიდა ქართლის საზოგადოებისთვის ბოლო დროს სწორედ ეს თემა გახდა აქტუალური. უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ინტეგრაციის თემა ცხინვალის უნივერსიტეტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ,,შემოაგდო".
2007-02-14
პატრულმა - ინსპექტორებმა დარაჯი სცემეს და შემდეგ დააკავეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორების ვახტანგ ზატიკაშვილის და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
2007-02-13
ECRI საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მეორე მოხსენებას გამოსცემს. ECRI ევროპის საბჭომ დააარსა. ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი, დამოუკიდებელი, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზდება.
2007-02-13
ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ
ადამიანის უფლებათა ცენტრი გურჯაანის ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების მითვისება – გაფლანგვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
2007-02-12
კანონი სარეცხის წინააღმდეგ
საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ტრასის მხარეს სარეცხის გაფენა ფასადის დარღვევად ითვლება და მკაცრად ისჯება. ვინც აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილება, თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევს, თუ პრობლემა ერთ თვეში არ მოაგვარა, 1500 ლარის.
2007-02-12
მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი III)
ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 666 გოგონა აღმოაჩინეს. ისინი ძირითადად ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან იყვნენ. პირველ სამეულში მოლდაველი, უკრაინელი და რუსი გოგონები შედიან. ქართველები კი მე-6 ადგილზე არიან. 3 წლის განმავლობაში კი მათი რაოდენობა 29-მდე ავიდა.
2007-02-08
აჭარაში მოსახლეობას მიწის გარეშე დარჩენა ემუქრება
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები ფართოვდება. ბათუმს ხელვაჩაური, სარფი, გონიო, მწვანე კონცხი და სხვა სოფლები შემოუერთდება. სოფლის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მათ მიწები ჩამოერთმევათ და მისი პრივატიზაცია მოხდება.
2007-02-07
,,ნეტას” კიდობანი
ოჯახი შვიდნი არიან. დედა. მამა და ხუთი შვილი. ტყუპებს ხატიას და ბექას ცერებლარული დამბლა აქვთ. სახელმწიფო ინვალიდებს დახმარების სახით მხოლოდ ორმოც ლარს უხდის.
2007-02-06
პორნოგრაფია აღარ იზღუდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა გაერთიანება“ საქართველოს კანონმდებლობიდან იმ თავის ამოღებას აპროტესტებს, რომელიც არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან იცავდა. კონკრეტულად კი პარლამენტის 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რის შედეგედაც ტელევიზიებზე ყოველგვარი აკრძალვები გაუქმდა.
2007-02-05
სამხედრო პოლიციის უფროსმა ჟურნლისტის შეურაცხყოფა აღიარა
,,ბონდო ხუცინაშვილმა დაკითხვაში აღნიშნა, რომ მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ უსაყვედურა საბა წიწიკაშვილს” – წერია გორის პროკურატურის მიერ 2007 წლის 25 იანვარს გამოცემულ 01/22 – 1/04-190-ე დადგენილებაში.
2007-02-01
ქარხნის ყარაული, დაკარგული ქონება და ჩადებული ნარკოტიკი
ასლან აბაშიძის კუთვნილი ქარხნიდან დაკარგული მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარების მოპარვაში ეჭვმიტანილი კოტე ასკურავა, გასულ კვირას, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უკანონობაში ადანაშაულებენ.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 [23] 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC