სტატია
21 ნოემბერი, 2007
გორის პროკურატურაში ე.წ. ,,სტაჟირების" შემდეგ დანიშნულ ერთ-ერთ რიგით პროკურორს კახა მურადაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ადვოკატები ადამიანის უფლებების ყველაზე ძლიერად შემლახველ ,,ბრალმდებელს" უწოდებენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც გორის პროკურატურა ზედამხედველობს, კახა მურადაშვილის ხელში გადის. ამ ადამიანის კისერზეა გონებაშეზღუდულების, 80 წლის მოხუცის, მარტოხელა დედის და ასევე სხვა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული პატიმრების მიმართ ბრალდების წარდგენა. საგულისხმო ისაა, რომ გორის რაიონული სასამართლო მურადაშვილის მოთხოვნის უსიტყვო შემსრულებლად იქცა.
16 ნოემბერი, 2007
,,ჩვენ ეგ ყველაფერი 10-12 წლის წინ გავიარეთ... რასაც თქვენ ყვებით, ასეთი რამ ჩვენთან იმ დროს ხდებოდა, როდესაც ,,სოლიდარნოჩი" მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. მიუხედავად ამისა, მსგავსი რამ მაინც წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის" - გვითხრეს პოლონელმა ჟურნალისტებმა ვარშავაში მაშინ, როდესაც რეგიონული ჟურნალისტები, სტაჟირების მიზნით, იქ ერთი კვირით იმყოფებოდნენ.