მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„ყველაფერი სულელურ ამბიციებს შეეწირა“
5 სექტემბერი, 2008
გეგმა შეიცვალა, 7 წლის ლევან ოთხვანი გენწვიშის სკოლაში ვეღარ ივლის. მისი სოფელი რუსულმა ბომბდამშენებმა 10 აგვისტოს, შუადღისას დაბომბეს. ოთხვანების ხუთსულიანი ოჯახი ბოლო იყო, ვინც სოფლიდან, უკვე დევნილის სტატუსით, იმერეთისკენ გამოემგზავრა.
სად-ის ადმინისტრაციის უყურადღებობას ასეულობით პატიმარი ეწირება
4 სექტემბერი, 2008
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ციხეებსა და სამკურნალო დაწესებულებებში 53 პატიმარი გარდაიცვალა. პატიმართა ბუნებრივი გარდაცვალების მიზეზად ძირითადად ტუბერკულოზი, გულ - სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, შიდსი და სხვა ინფექციური დაავადებები სახელდება. უფლებადამცველების განცხადებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემის იგნორირებით არის გამოწვეული.
სიკვდილით გაწყვეტილი "ცოცხალი ჯაჭვი"
3 სექტემბერი, 2008
საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადებული 1 სექტემბერი ზუგდიდში ტრაგიკულად დასრულდა. ცოცხალი ჯაჭვი სოფელ რუხთან გაწყდა-გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხელჩაკიდებულ ადამიანებს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. 23 წლის ნატა ჯიჭონაიას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს... მძღოლი, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციელი პაატა ქირია აღმოჩნდა.
"სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა!" _ რუსული ვეტმფრენები სამეგრელოში პროკლამაციებს ყრიან
3 სექტემბერი, 2008
რუსული სამხედრო ვეტმფრენები სამეგრელოს ტერიტორიას ახლა უკვე პროკლამაციებით ბომბავენ. ზუგდიდის რაიონის, სოფელ რუხის ტერიტორიაზე რუსულმა ავიაციამ პროკლამაციები რამდენიმე დღის წინ ჩამოყარა. პარალელურად მდინარე ენგურის ცენტრალური ხიდისკენ მოძრავი ჯავშანმანქანები პროკლამაციებს მოსახლეობის მისამართითაც "ისროდნენ." ცისფერჩაფხუტიანი მშვიდობისმყოფელები ზუგდიდის მოსახლეობას თეთრზე ცისფერი ასოებით მოუწოდებდნენ: "ზუგდიდის რაიონის მოქალაქეებო! თქვენი უსართხოება რუსი სამშვიდობოების ხელშია!" მთავარი სლოგანი კი- "სადაც ჩვენ ვართ, იქ მშვიდობაა!" იყო.
Вива Миша! Russia stop! Путин кмара!
3 სექტემბერი, 2008
რუსული აგრესიის წინააღმდეგ სრულიად საქართველო გაერთიანდა. 1 სექტემბერს ცოცხალი ჯაჭვი მთელ ქვეყანას შემოევლო. მასშტაბები გასცდა ოკუპირებული საქართველოს ფარგლებსაც. პატრიოტულმა განწყობამ მსოფლიო მოიცვა. ამ დღისთვის ყველგან, საქართველოს ყველა რეგიონში თავისებურად ემზადებოდნენ. საინტერესო იყო ქუთაისური სამზადისი.
განმუხური - მიტაცებული სოფელი და დევნილებად ქცეული მოსახლეობა
1 სექტემბერი, 2008
განმუხურის თავზე აფხაზური დროშა ფრიალებს, სოფლის ტერიტორიაზე კი სამი რუსულ-აფხაზური სამხედრო ბლოკ-პოსტია განლაგებული. შეიარაღებული ფორმირებები ტერიტორიაზე დღეში რამდენჯერმე პატრულირებენ. შამგონა-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდთან ე. წ. აფხაზური გამშვები პუნქტი მოქმედებს. ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის ტერიტორიაზე გადაადგილების სანაცვლოდ აფხაზების მიერ დაწესებული ბაჟის, 10 ლარის გადახდა უწევს. აფხაზებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობებიც არ მოსწონთ და განმუხურელებს რუსეთის ფედერაციის პასპორტების აღებას ურჩევენ. გალის აფხაზური ადმინისტრაცია სოფლის მოსახლეობის "დაპურებაზეც" ზრუნავს და სოფელში პურის ფქვილი შეაქვს. თუმცა განმუხური ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან თითქმის დაიცალა. სოფელში მხოლოდ მოხუცები და შუახნის ადამიანები რჩებიან. განმუხურელების დიდი ნაწილი დევნილებად უკვე დარეგისტრირდა...
ოსებმა ,,დამოუკიდებლობა“ ქართველების დაწიოკებით აღნიშნეს
29 აგვისტო, 2008
დევნილების თბილისიდან გორში დაბრუნების პროცესი შეჩერდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ განყოფილებაში გვითხრეს, დიდი რაოდენობით დევნილების მიღების საშუალება გორის მუნიციპალიტეტს აღარ აქვს. თბილისიდან გორში გადაადგილებული დევნილებიდან ზოგი რუსების მიერ ოკუპირებულ სოფლებში: შინდისი, ფხვენისი, ვარიანი, ტყვიავი, მერეთი, მარანა, ძევერა, შერთული... დააბრუნეს. სოფელში დაბრუნებულ მოსახლეობას ოსმა მოროდიორებმა ახალი ძალით შეუტიეს.
დევნილებს თბილისშიც დევნიან
29 აგვისტო, 2008
48-ე საშუალო სკოლაში დევნილები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. მათ არც წყალი აქვთ, არც საკვები. ამასთან გაურკვეველი პირები აიძულებენ, შენობა დაცალონ და საცხოვრებლად გორში გადავიდნენ. დევნილები უკან დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, რადგან იქ აღარც სახლები აქვთ და არც მათი უსაფრთხოებაა დაცული.
სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა
29 აგვისტო, 2008
23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ (რომან) შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ახლობლების მტკიცებით, შავაძე სასტიკად იყო ნაწამები.
გორის 10 დღიანი ბლოკადა
27 აგვისტო, 2008
გორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე რჩება. რამდენიმე უბანში მეგობარი ქვეყნების ნაჩუქარი პროდუქტი ბევრს თვალითაც არ უნახავს. ბლოკირებულ ქალაქში ზოგი დახმარებას სამჯერ იღებდა, ზოგი - არცერთხელ. ამ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აბრალებს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საკვებით უკმაყოფილო მოსახლეობას აშინებდნენ კიდეც: რუსების გასვლის შემდეგ გასწავლით ჭკუასო...
სამხედრო ბაზაზე მერადარე რომ ყოფილიყო, რეზერვისტები არ დაიღუპებოდნენ!
26 აგვისტო, 2008
"მოვა დრო და აუცილებლად გამოვიძიებ! მერადარე ოპერატორს მასზე დაკისრებული მოვალეობა რომ შეესრულებინა, ჩემი შვილიც და სხვა რეზერვისტებიც რუსულ ჭურვებს გადაურჩებოდნენ!" _ ამ განცხადებას სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი რეზერვისტის, გოგა ჭითანავას მამა აკეთებს. ტარიელ ჭითანავამ 9 აგვისტოს დილას, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ საკუთარი შვილის ცხედარი სენაკის საავადმყოფოს პროზექტურაში აღმოაჩინა.
დაღუპულია 215, დაჭრილია 1 469 ადამიანი
24 აგვისტო, 2008
საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 215 ადამიანი, დაჭრილია 1 469 მოქალაქე, 70 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ეს მონაცემები ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. საომარი მოქმედებების თვითმხილველების თქმით კი, მსხვერპლი უფრო დიდია.
“ჰუმანური რუსები” ანაკლიელებს ბომბდამშენებისგან იცავდნენ
24 აგვისტო, 2008
შესაძლოა დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ფაქტია - შავიზღვისპირა სოფლის მოსახლეობა რუსული საჰაერო ავიაციის შეტევას გაურბოდა და თავს რუსეთის სამხედრო ძალების ბლოკ-პოსტს აფარებდა. 10 აგვისტოს, სოფელ ანაკლიაში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის პარალელურად საკუთარი სახლებიდან გახიზნულ ადამიანებს სოფლის ცენტრში განლაგებული რუსი სამხედროები რკინის კარებს ფართოდ უღებდნენ. მათი მხრიდან გამოვლენილი ჰუმანურობის დასტურად კი რუსები ფოტო-ვიდეო კამერებს განუწყვეტლივ აჩხარუნებდნენ. რუსი სამხედროების "წუხილი" ანაკლიელებმა ცინიზმად შეაფასეს.
რა მოხდა ზემო აფხაზეთში და რატომ დაცარიელდა კოდორის ხეობა ქართველებისგან?!
22 აგვისტო, 2008
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია - საქართველოს ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამ დრომდე დუმილს არჩევენ. დუმილს ჯერჯერობით არც კოდორის ხეობის მოსახლეობა არღვევს, რომელიც რუსულ ბომბდამშენებს პირველი დარტყმებისთანავე გამოექცა. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - რამდენიმე სვანი, რომელიც გულწრფელად ყვება ხეობიდან გახიზვნის დეტალებზე და პარლამენტარი პაატა დავითაია, რომელსაც ხეობის დაკარგვის თაობაზე თავდაცვის მინისტრისთვის მხოლოდ კითხვები აქვს შემონახული. 12 აგვისტოდან ზემო აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზურ-რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, კოდორის ხეობა კი ქართველებისგან დაცარიელდა. 1600-მდე დევნილმა ზუგდიდამდე გაეროს სამშვიდობო მისიისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით ჩამოაღწია.
შეტევა ჟურნალისტებზე: საომარი მოქმედებებისას დაიღუპა 4 და დაიჭრა 14 ჟურნალისტი
21 აგვისტო, 2008
ქართულ – ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაიჭრა თოთხმეტი ჟურნალისტი. ფოტორეპორტიორი ალექსანდრე კლიმჩუკი და ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, ჟურნალ "ნიუსვიქის" კორესპონდენტი გიგა ჩიხლაძე 10 აგვისტოს ცხინვალში დახვრიტეს. ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს კლიმჩუკთან და ჩიხლაძესთან ერთად მყოფი კიდევ ორი კორესპონდენტი, თბილისში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის "მესინჯერის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, აშშ-ს მოქალაქე უინსტონ ფედერლი და ამავე გაზეთის ჟურნალისტი თემურ კიღურაძე, რომლებიც დაჭრილები არიან. 12 აგვისტოს, რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დაბომბვისას დაიღუპა ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი ტანს ტორიმანსი. კიდევ ერთი გარდაცვლილი ჟურნალისტის გვარი ჯერ ვერ სახელდება. ამასთან ერთად, რუსი ჯარისკაცები და ოსი სეპარატისტები, კონფლიქტის ზონაში და მის გარეთ მომუშავე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს მასობრივად ძარცვავენ და ცეცხლს უხსნიან.
ოკუპირებული სამეგრელო - რუსი სამხედროები რეგიონს არ ტოვებენ
18 აგვისტო, 2008
სამეგრელოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები ჯერ კიდევ რჩებიან. რუსეთის სამხედრო შენაერთებისა და მძიმე ჯავშანტექნიკის ფართომასშტაბიანი გადაადგილება ბოლოს 14 აგვისტოს, ზუგდიდში განხორციელდა. საღამოს 7 საათისათვის ზემო აფხაზეთიდან სენაკის მიმართულებით 150-მდე ერთეული ტანკი დაიძრა. პარალელურად, ენგურის ცენტრალური ხიდის მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი 40-მდე სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა, რომელიც ფოთისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან ნაძარცვით დატვირთული აფხაზეთში ბრუნდებიდა. ნადავლით კმაყოფილ რუს ჯარისკაცებს გზის გასაყარზე ნანახით უკმაყოფილო ზუგდიდელები ხვდებოდნენ, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს მხოლოდ წყევლა-კრულვას აყოლებდნენ. ქალაქი პარალიზებულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გახიზნული. მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის გამო მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაშია.
გადავარჩინოთ მშვიდობა!
10 აგვისტო, 2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიმართვა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უკიდურესად შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთლიანად საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამხედრო დაპირისპირების განსამუხტად.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა
8 აგვისტო, 2008
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო, შეწყდა სატელეფონო კავშირი შიდა ქართლში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებთან. მანამდე ჩვენს მიერ მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, როგორც ქართველების, ასევე ოსების მხარეს არიან დაჭრილები და მძიმედ დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე ცნობები არ ვრცელდება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა რეზერვისტების საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხინვალის გარშემო მდებარე სოფლებს, რუსეთის ავიაცია ბომბავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
პარალელები - რა საერთო აქვთ ცხინვალის 2004 წლის და 2008 წლის მოვლენებს ერთმანეთთან?
7 აგვისტო, 2008
ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი მზადაა სეპარატისტებს ,,შეაკვდეს". მართალია, ქართველების გენერალი სიტყვებს საქმით ადასტურებს, რადგან ოსებისგან ნასროლ 82 მმ ნაღმტყორცნებს 100 მმ ნაღმტყორცნების სროლით პასუხობს, მაგრამ მთლიანობაში ეს საქმეს ვერ შველის. საბოლოოდ, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკება. ქართული და სხვათა შორის, რუსული მხარეც ადასტურებს, რომ დაპირისპირებული მხარეები 7 აგვისტოს მრგვალ მაგიდასთან შეხვდებიან.
როგორ გაუყიდა „სახალხო ბანკმა“ რესტორანი „სოხუმი“ მისი მფლობელი დანელიების ოჯახს
7 აგვისტო, 2008
15 000 დოლარს შეწირული მილიონიანი ქონების წართმევის დეტალები თუ დღეს სანაპიროზე რესტორან „სოხუმს“ ჩაუვლით გვერდზე, დაინახავთ, რომ იქაურობა ჩამკვდარია, პალმები გამხმარი, განათება გამორთული. „სოხუმი“ მის მფლობელ დანელიებს ისევე წაართვეს, როგორც არაერთი სხვა ობიექტი კერძო მესაკუთრეებს. სასამართლო დავა დღემდე გრძელდება. „სოხუმი“ კი, ოფიციალურად, ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე შპს „მ.ტ.ბ. დაიმონდის“ მფლობელობაშია. არაოფიციალურად კი, როგორც დანელიებისთვისაა ცნობილი, ნამდვილი მესაკუთრე „სახალხო ბანკის“ ყოფილი მმართველი ახლანდელი პარლამენტარი გიორგი გოგუაძეა.