01:14, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-10-07
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან მე-40 მუხლი ამობეჭდეს და ქუთაისის მერიის კედლებზე გააკრეს. ამით მათ ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება გააპროტესტეს. როგორც რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესული წერილების იგნორირება ქუთაისის მერსა და სხვა თანამდებობის პირებს უკვე ჩვევად ექცათ.

2009-10-07
თურქეთი აფხაზეთის სტატუსს განიხილავს
კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა მოსკოვი და ანკარა აფხაზეთის და თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის აღიარების საკითხზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „რუსეთი არ დაიწყებს შეთანხმებას ისეთ საკითხზე, რომელიც აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კვირპოსის ცნობას გულისხმობს“ (Zaman, 4 ოქტომბერი) 

2009-10-07
ქიბარ ხალვაში: „კახეთის ვიცეგუბერნატორმა ჩვენი მანქანა მიითვისა“
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს კომპანია „პრიზას“ ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. ხალვაშის განცხადებით, სიბაშვილი „პრიზას“ კუთვნილი, „შევროლეს“ მარკის მანქანით დადის, რომელიც კომპანიის ავტოპარკიდან ღამით გაიტანა. ბიზნესმენის განცხადებას სიბაშვილი უარყოფს. ვიცეგუბერნატორის თქმით, მანქანა მას მეგობარმა ათხოვა, რომლის ვინაობასაც არ ამჟღავნებს.

2009-10-06
საქართველოს ციხეები - პატიმართა გამოსასწორებელი თუ სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელი დაწესებულება?
 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისრტოში პატიმართა დასახმარებლად არაერთი კომისია თუ განყოფილება შეიქმნა, თუმცა მათი უფლებები მაინც ირღვევა. ფაქტია ისიც, რომ ავადმყოფ პატიმართა მკურნალობის,  სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მისი დაძლევის ბრძოლის მეთოდები არაეფექტურია. სამოქმედო გეგმა, რაც სამინისტროს გააჩნია, არაადეკვატურია. საკნებში არსებული არაჰიგიენური პირობების, ცუდი კვებისა და არასწორი მკუენალობის გამო გავრცელებულია ისეთი ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი, შიდსი C ჰეპატიტი და სხვა.  „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დახმარებისათვის არაერთხელ მიმართა მრავალმა პატიმარმა თუ მათი ოჯახის წევრმა.

2009-10-06
პედაგოგები პრეზიდენტის დაპირებების შესრულებას ითხოვენ
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირმა მასწავლებელთა მსოფლიო დღე პარლამენტის წინ აქციით აღნიშნა. პროტესტის მიზეზი იმ საკანონმდებლო ინიციატივის უგულებელყოფა იყო, რომელიც 60 000 მდე პედაგოგის ხელმოწერით პარლამენტში  ჯერ კიდევ დეკემბერში შევიდა. „ღირსეული ხელფასი განათლების სისტემის ყველა თანამშრომელს, უვადო ხელშეკრულებები პედაგოგებს,  მასწავლებელთა უკანონო გათავისუფლების შეწყვეტა“ - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებსაც პედაგოგები აქციაზე აყენებდნენ. კანონპროექტის მიხედვით პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების სახელმწიფოსგან გაღებას, სკოლების დეოპტიმიზაციას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

2009-10-05
საქართველოს მიაჩნია, რომ ანგარიშში გაამართლეს
თბილისი, საქართველო - თუ აქაურ ტელეგადაცემებს დავუჯერებთ, მიმდინარე კვირას   დამოუკიდებელმა ევროპულმა გამოძიებამ  საქართველო რუსეთთან გასული წლის ომის გამო მთლიანად გაამართლა.

2009-10-05
არც სახლი არც კომპენსაცია...
მეღვრეკისში მცხოვრები ზურაბ მაისურაძის ოჯახი, შარშან ომს სოფლიდან 11 აგვისტოს გამოექცა. ახლა კი საბავშვო ბაღიდან წასვლას ვერ ახერხებს, რადგან ხელისუფლება არც მისი სახლის რემონტს აპირებს და არც კომპენსაციას აძლევს. სახლი კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ ცხოვრება ოთხშვილიანი ოჯახისთვის შეუძლებელია.

2009-10-05
„ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა?!“
წელიწადნახევრის წინ მოსკოვის პროპექტზე მომხდარი სისხლიანი ინცინდენტი, ძალიან ჰგავს შარდენ-ბარში დაწყებულ შელაპარაკებას, რომელიც 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა. გირგვლიანის შემთხვევაში თუ შსს-დან დიდი თანამდებობის პირები და თავად მინისტრის მეუღლე ფიგურირებენ, 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის - 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.

2009-10-05
,,იმელის” შენობის ნგრევა შეჩერდება
„იმელის“ ნგრევის შეჩერებაზე შეთანხმებას თბილისზე მზრუნველი გაერთიანების „ტფილისური ჰამქრისა“ და არაბული „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრაზე მიაღწიეს.

2009-10-02
აგებს თუ არა პასუხს პრეზიდენტი „დიდი დიპლომატიური გამარჯვებისთვის“
ტალიავინის კომისიის სახელით ცნობილი ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. დასკვნაში რუსეთის პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი და მას ბრალი, კონფლიქტის პროვოცირებაში, არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში და ეთნიკური წმენდის განხორციელებაში ედება.

2009-10-02
დასავლეთი უხერხული დასკვნების წინაშე აღმოჩნდა
რას ეხება დასკვნა? დოკუმენტი ევროკავშირის დაკვეთით საქართველოს და რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების საპასუხოდ შეიქმნა იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში თავისი ჩარევებით რუსეთმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა.

2009-10-01
ვარშალომიძეების ქონებრივი რეაბილიტაციის შედეგად 14 ოჯახი უსახლკაროდ რჩება
ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #4-ში მცხოვრები ოჯახების ბედი 20 წელიწადზე მეტია გაურკვეველია. მათ იციან, რომ სახლი 2012 წლამდე უნდა დაცალონ, მაგრამ სად უნდა წავიდნენ და ვისგან მიიღონ კომპენსაცია კუთვნილი ქონებისთვის, მათთვის უცნობია.

2009-10-01
საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები
ერთი წლის წინ ევროპის კავშირმა   იმ ომის დასრულების პროცესში შეასრულა შუამავლის როლი, რომელმაც 850 ქართველისა (მათ შორის ოსიც) და რუსის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138,000  ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია.

2009-10-01
დანაშაულის და თანამონაწილეობის განცდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც წააგო.

1 2 [3]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC