კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

თავდასხმა ბურჯანაძის პარტიის წევრებზე

1 მაისი, 2009
26 აპრილს ქარელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პარტიის ქარელის კოორდინატორი ვასილ ბაქრაძე და მისი ძმა ნიკოლოზ ბაქრაძე ბახტრიონის ქუჩაზე 20:00-დან 21:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობდნენ. ბაქრაძეების ავტომობილს მოულოდნელად გზა ჩაუჭრა BMW-ს მარკის ჯიპმა, რის გამოც საჭესთან მყოფი ნიკოლოზ ბაქრაძე იძულებული გახდა ავტომობილი შეეჩერებინა. ჯიპიდან ორი ძლიერი აღნაგობის პირი გადმოვიდა და ბაქრაძეების ავტომობილისკენ გაემართა, ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. როგორც ნიკოლოზ და ვასილ ბაქრაძეები ყვებიან, ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული.

სადახლოს მოსახლეობა „საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის“ გახსნას ითხოვს

23 აპრილი, 2009
საქართველო-სომხეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ბაზრობის დახურვამ 5000.მდე ადამიანს შემოსავლის წყარო მოუსპო. დღეს ისინი ამ სადახლოს ბაზრის აღდგენას საჯაროდ მოითხოვენ, რადგან წლების მანძილზე, შესაბამის ინსტანციებში წერილობითმა თხოვნამ, შედეგი ვერ გამოიღო. მოსახლეობას ამ წერილების საპასუხო ბარათი უკან ჯერ არ დაბრუნებია. მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს (როცა ის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა) და სხვა კომპეტენტურ პირებს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაზრის დახურვის მიზეზად, საზღვრის ტერიტორიაზე, სომხეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, კონტრაბანდული საქონლის გაცვლა სახელდება.

ნაცემია ბიზნესის და შოუბიზნესის წარმომადგენელი

15 აპრილი, 2009
მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა 14 აპრილის ღამესაც დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიიღო ინფორმაცია, თბილისის რამდენიმე უბანში თავდასხმების შესახებ. 14 აპრილს დაახლოებით 19 საათზე მომღერალ ზურა მანჯავიძეს თავს დაესხნენ. მანამდე კი „კოკა-კოლას“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს. ასევე ნაცემია ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი.ოპოზიციის წარმომადგენლები გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი ისე სცემეს, რომ ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კარვები თელავშიც გაიშლება

14 აპრილი, 2009
კარვები თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გაიშლება. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას რეგიონში ამ დროისთვის არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო და უსამართლობით დაზარალებული რიგითი მოქალაქეები გეგმავენ. თუმცა, კონსერვატიული პარტიის თელავის შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მოსიაშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ირწმუნება, რომ რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყებას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლების საორგანიზაციო საბჭოც განიხილავს.