კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადება

7 მაისი, 2009
7 მაისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციის მიერ დაკავებული ოპოზიციის სამი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ. პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცავებმა ”წესრიგის” დამყარების დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: გია მაისაშვილს, დავით გამყრელიძეს, შალვა ოგბაიძეს, ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, აგრეთვე ტელეკომპანიების I არხის ჟურნალისტს სალომე ქოქიაშვილს, კავკასიის ოპერატორს ზაზა შუკვანს, რუსთავი - 2 ოპერატორს ლევან კალანდიას, გაზეთ ”ვერსიის” ჟურნასლისტს ნინო კომახიძეს და ფოტო-რეპორტიორს ანა ხავთასს. დაზარალებულებს სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვთ კანონით აკრძალული საგნების საშუალებით, როგორიცაა ბლაგვი საგნები, ქვები და პლასტიკური ტყვიები.

ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს

6 მაისი, 2009

თავდასხმა ბურჯანაძის პარტიის წევრებზე

1 მაისი, 2009
26 აპრილს ქარელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პარტიის ქარელის კოორდინატორი ვასილ ბაქრაძე და მისი ძმა ნიკოლოზ ბაქრაძე ბახტრიონის ქუჩაზე 20:00-დან 21:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობდნენ. ბაქრაძეების ავტომობილს მოულოდნელად გზა ჩაუჭრა BMW-ს მარკის ჯიპმა, რის გამოც საჭესთან მყოფი ნიკოლოზ ბაქრაძე იძულებული გახდა ავტომობილი შეეჩერებინა. ჯიპიდან ორი ძლიერი აღნაგობის პირი გადმოვიდა და ბაქრაძეების ავტომობილისკენ გაემართა, ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. როგორც ნიკოლოზ და ვასილ ბაქრაძეები ყვებიან, ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული.