კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დევნილებისთვის სახლები შენდება, მაგრამ უხარისხოდ

4 ნოემბერი, 2009
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ მქუხარე ტაშისა და ზარზეიმის ფონზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა. წინგადადგმული ნაბიჯით აღტაცებულმა მთავრობამ ამით კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს, რომ გამუდმებით მასზე ზრუნავს. მაშინ ხელისუფლებამ საზოგადოებას თვალსაჩინოებისთვის დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე, 2009 წელს 85 ათასამდე დევნილი ახალ კორპუსებში უნდა შესახლდეს. პროცესი დაიწყო, რასაც დევნილების მხრიდან უკმაყოფილება უკვე მოჰყვა.

რეგიონული სატელევიზიო კოშმარები

3 ნოემბერი, 2009
2009 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“- ის გადაცემა „Connect The World“-ში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს. მისივე თქმით, არის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე მასწავლებლები და ექიმები „აფხაზურ პასპორტებს“ აიღებენ

30 ოქტომბერი, 2009
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ანუ ოკუპირებულ გალის რაიონში მომუშავე მასწავლებლებსა და ექიმებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დავალებით „აფხაზური პასპორტის“ აღებას აიძულებენ. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლის მასწავლებელმა აცნობა. როგორც რესპოდენტი იტყობინება, მასწავლებლებს „აფხაზური პასპორტის“ ასაღებად ვადა ნოემბრამდე მისცეს. მანამდე კი მათ სხვადასხვა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. პასპორტის ღირებულება 300 რუსულ რუბლს შეადგენს. გარდა ამისა მასწავლებლებმა ნოტარიუსს საბუთების დამტკიცებისთვის 150 რუსული რუბლი უნდა გადაიხადონ.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მომხმარებლებს აყაჩაღებს

29 ოქტომბერი, 2009
კახეთის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ენერგოკომპანია, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მომხმარებლებს თანხას კომუნალური მრიცხველების ჩვენებით ახდევინებს. ათიათასობით აბონენტს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის გარდა, დამატებით 5, 10 ან მეტი ლარის გადახდა უწევს. ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიის ამგვარ მუშაობას, იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მუშაობაც“ კი უწოდა. კომუნალური მრიცხველების არსებობა რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. აბონენტებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო, დამატებით დარიცხულ თანხებს ვერ იხდიან, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.