მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ბიძინა ივანიშვილის ფონდის დირექტორის სიმამრი დააკავეს, მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს
13 ოქტომბერი, 2011
კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის დაკავება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი.
ივანიშვილის პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში - იერიში ექსპერტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ
12 ოქტომბერი, 2011
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი პარტიით ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრების განცხადება გაავრცელა, თავის ახალ ღია წერილში განმარტებებს აკეთებს მედიასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე. ამავე დროს, ღია წერილში ივანიშვილი საზოგადოების ცხოვრებაზე ფსევდოობიექტურობის მავნე ზემოქმედებაზე საუბრობს და დამოუკიდებელ ექსპერტებს აკრიტიკებს.
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა
11 ოქტომბერი, 2011
თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ „ქართულ პარტიაში“ განუცხადეს, საქმემ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ არსებითი განხილვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.
NDI-ს კვლევის შედეგები
11 ოქტომბერი, 2011
გამოკითხულთა 60% დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია
სარკოზის დასახვედრად კახეთიდან 2 ათასამდე საჯარო მოსამსახურე წაიყვანეს
11 ოქტომბერი, 2011
7 ოქტომბერს საქართველოში რამდენიმე საათით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იმყოფებოდა. სარკოზის დასახვედრად თბილისში თავისუფლების მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად - საჯარო მოსამსახურეები.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სერბი ჟურნალისტის დაკავების დეტალები
11 ოქტომბერი, 2011
ვინ არის ვიქტორ ლაზიჩი? სერბი ჟურნალისტი, მსოფლიოში ორი ცნობილი ბესტსელერის ავტორი, დოქტურანტურის სტუდენტი და მოგზაური, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებსა და ერებზე, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ხალხზე წერს. ლაზიჩი 2011 წლის 10 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ.
კონფლიქტი ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის
10 ოქტომბერი, 2011
რამდენად შესაძლებელია კონფლიქტურ ტერიტორიებზე ტურიზმის სრულფასოვნად განვითარება. ეს იყო ერთ-ერთი სასაუბრო თემა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრაზე, რომელიც 12-17 სექტემბერს ჩრდილოეთ კვიპროსში გაიმართა.
საცხოვრებლის გარემონტების შემდეგ დევნილ დებს ქუჩაში აგდებენ
10 ოქტომბერი, 2011
რუსთავში ლომოურის ქუჩაზე ოთხსართულიანი სახლის ეზოში ცემენტის ტომრები და მუშების ხელსაწყოები ყრია. „ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ ობიექტი და ვჩქარობთ“, – გვიხსნიან მუშები, რომლებიც ამ სახლის კაპიტალურ რემონტზე მუშაობენ. სამუშაობი შენობის ყველა სართულს ეხება. სამშენებლო ხმაურის გარდა, კორპუსის მეორე სართულიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმის.
ზურაბ ოტიაშვილი - რაც დუშეთში ხდება, მთელმა საქართველომ არ უნდა გაიგოს
6 ოქტომბერი, 2011
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დუშეთის რაიონში სამსახურიდან უკვე სამი ადამიანი გაათავისუფლეს. დანარჩენებს უთხრეს, რომ კანონის წინაშე დამნაშავეები არიან, რადგან ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს
5 ოქტომბერი, 2011
26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დაათვალიერა. სკოლის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილი ეზოში მოქალაქეებს შეხვდა. ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. სკოლის ეზოდან ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.
შუალედური არჩევნები ხარვეზებით
4 ოქტომბერი, 2011
2 ოქტომბერს თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო ოლქში სულ 56 898 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ხმათა 84.33%-ით (16 790 ხმა) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, თელავის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა მიიღო. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს.
WWF – „ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია“
4 ოქტომბერი, 2011
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისს მიაჩნია, რომ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება და წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად მიუღებელია.
სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა სიების შემდგენ კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს
3 ოქტომბერი, 2011
სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ უარს აცხადებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირების და გადამოწმების მიზნით ცოტა ხანში ჩამოყალიბდება.
ქვეყანაც და ბიზნესიც მშრომელი ადამიანების ხელებზეა დამოკიდებული
3 ოქტომბერი, 2011
1 ოქტომბერს საქართველოს პროფკავშირებმა „ღირსეული შრომის დღე“ აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებული საგანგებო აქცია-მანიფესტაცია ქუთაისელ მეტალურგთა სოლიდარობის ნიშნით გაიმართა, თუმცა მოიცვა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც საქართველოში დასაქმებულებს აწუხებთ.
კუდ-ის თანამშრომელი ამბობს, რომ მკვლელობის დროს აფექტურ მდგომარეობაში იყო
30 სექტემბერი, 2011
2 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში და ერთი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა კუდ-ის უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა, 30 წლის დავით ჩოთალიშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩოთალიშვილის თქმით, როცა გაისროლა, აფექტურ მდგომარეობაში იყო.
საქართველო ევროპის ფიქრებში
30 სექტემბერი, 2011
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ორი წელი – რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა (EaP) აამუშავა. EaP ომამდე დაიგეგმა, მაგრამ ომის შემდეგ ის დაჩქარდა საქართველოს და მისი აღელვებული მეზობლების დასარწმუნებლად იმაში, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ამ რეგიონის მოსკოვის „გავლენის სფეროდ“ გადაქცევისკენ არის მიმართული.
„პოლიტიკური ინფარქტი“ გეგუთის ციხეში
29 სექტემბერი, 2011
პატიმრობაში მყოფმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო. მას ქუთაისის ერთ-ერთ ახალგახსნილ კლინიკაში შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, ინფარქტის მიზეზი მის მიერ ფრენკელისთვის მიწოდებული იმ მედიკამენტების არმიღება გახდა, რომელიც ადრესატამდე მისვლის ნაცვლად, ციხის ექიმის კაბინეტში დარჩა.
რთველით უკმაყოფილო გლეხებს საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიცია დაემუქრა
29 სექტემბერი, 2011
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 3 სექტემბერს, სოფელ ველისციხეში გამართულ თათბირზე პრეზიდენტს უთხრა, რომ ყურძნის მოსავალი 110 000 კახელ გლეხს 60 მილიონ ლარს მოუტანდა და რთველის ძირითადი სამუშაოები 25 ოქტომბერს დასრულდებოდა. 28 სექტემბერს კი, რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში საპროტესტო აქცია გამართეს.
18 მილიონი „პირველი კავკასიურისთვის“
28 სექტემბერი, 2011
საქართველოს მთვარობამ ახალი გადაწყვეტილებებით ბიუჯეტი შეუმცირა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო რუსულენოვან „პირველ კავკასიურს“ (პიკ) მაუწყებლობისთვის დამატებითი თანხები გამოუყო.
დუშეთის საკრებულოს წევრი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაემუქრა
28 სექტემბერი, 2011
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც 27 სექტემბერს დუშეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იმავე საღამოს გამგეობაში დაიბარეს. დუშეთის საკრებულოს წევრმა ზურაბ ოტიაშვილმა მათ უთხრა, რომ კანონის წინაშე ისინი დამნაშავეები არიან, რადგან აქცია გამართეს და ჟურნალისტებს გააგებინეს.