მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფს მიმართა
21 ნოემბერი, 2012
20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა მსჯავრდებულ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. არიან მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩატაევი თბილისიდან გამოიძახეს დანარჩენ ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხვეწს
21 ნოემბერი, 2012
ქვეყანაში არსებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი - ასე აფასებენ ავტორები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომლის პირველადი განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 19 ნოემბერს პოზიცია-ოპოზიციის შეხლა-შემოხლისა და ცხარე დებატების პირობებში წარიმართა.
ტყიბულელი მეშახტეები ისევ გაიფიცნენ
21 ნოემბერი, 2012
ტყიბულში შპს „საქნახშირის“ მეშახტეები სამუშაოზე უარს ამბობენ. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მატებას და ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაუქმების შესახებ არსებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ.
ყულევის ტერმინალის მუშა-მოსამსახურეები საკუთარ შრომით უფლებებზე ალაპარაკდნენ
21 ნოემბერი, 2012
ყულევის შავი ზღვის ტერმინალის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდისა და თანაბარი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქციები გამართეს. პირველი საპროტესტო აქცია ტერმინალიდან მოშორებით სოფლის ცენტრში გაიმართა. პროტესტს ტერმინალის ორასამდე მუშა-მოსამსახურე გამოხატავდა.
თენგიზ გუნავა: „ახალმა ხელისუფლებამ ჩემზე შური იძია“
19 ნოემბერი, 2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. როგორც გუნავამ გლდანის #8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.
დასაქმება - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მთავარი გზა
19 ნოემბერი, 2012
28 წლის დათო ჩემი მეგობარია და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, დეპრესიული აშლილობა რამდენიმე წლის წინ, მძიმე სულიერი ტრავმის შედეგად დაეწყო. მას შემდეგ ყოველდღე დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ წამლებს იღებს და ფსიქიატრთან ვიზიტიც თვეში რამდენჯერმე უწევს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ
16 ნოემბერი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც გურიის მასმედიის წარმომადგენლები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ჩატაევის საქმეზე პროკურატურა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებაზე რეაგირებას არ ახდენს
15 ნოემბერი, 2012
ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა 26 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2006 წლის ე. წ. ციხის ბუნტის გამოძიებას მოითხოვს
15 ნოემბერი, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს თხოვნით, პროკურატურამ დაიწყოს 2006 წლის 26 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე. წ. ციხის ბუნტის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.
ბაჩო ახალაია: „ქურდებთან“ 20 მეტრში როცა ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება“
14 ნოემბერი, 2012
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.
„ტრეფიკინგის მსხვერპლნი ვართ ჩვენივე ქვეყანაში“ - აცხადებენ ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეები
14 ნოემბერი, 2012
ფოთის პორტის ათდღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა და სამუშაო ადგილს ყველა თანამშრომელი უკვე დაუბრუნდა. შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ მოხერხდა, რაც მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო.
თბილისის მერიისა და მთავრობის შეუთანხმებლობამ რიგითი თბილისელები დააზარალა
13 ნოემბერი, 2012
თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის შეუთანხმებლობის გამო, თბილისის 600 000-მდე მოქალაქე სოციალური შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. სოციალური შეღავათების ხარჯების განკარგვა თბილისის მერიამ ცენტრალურ ბიუჯეტს გადააბარა. ამ უკანასკნელმა კი დაკისრებული ვალდებულება არაკანონიერად ცნო და მერიას მოუწოდა, თვითონვე უზრუნველყოს ის ვალდებულება, რაც მანამდე ჰქონდა დაკისრებული.
ქუთაისის უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარებას ითხოვენ
13 ნოემბერი, 2012
„უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური ცვლილებები მასზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიზირებაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გათავისუფლებულა“, - ასე უპასუხა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ რექტორ-მასწავლებელთა იმ ჯგუფს, რომლებიც მის გადარჩევას და უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნას ითხოვენ.
პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა
13 ნოემბერი, 2012
ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
IDFI-ს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას
13 ნოემბერი, 2012
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ამის საფუძველი კი IDFI-ის მონაცემებით, 3 მილიონ 800 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანების გარდა, სხვა დავალიანებაცაა.
ბრიუსელში ივანიშვილს მოუწოდეს, თავი აარიდოს „შერჩევით სამართალს“
13 ნოემბერი, 2012
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობას თავიდან აიცილოს „შერჩევითი სამართლის სიტუაციები“, რომლებიც დაასუსტებს კანონის უზენაესობას და ზიანს მიაყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ.
ქვემო ქართლში „ნაციონალური საკრებულოების“ რღვევა დაიწყო
13 ნოემბერი, 2012
არჩევნების შემდეგ სხვადასხვა რეგიონების საკრებულობში ცვლილებები დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოები „ნაციონალური მოძრაობის“ სრული უპირატოსებით დაკომპლექტდა დღესდღეობით რაიონულ საკრებულოებში გადამწყვეტი ძალა კვლავ ყოფილ მმართველ გუნდს აქვს.
ლანჩხუთის გამგებლის კანდიდატურის წარსულის შესახებ კითხვები არსებობს
12 ნოემბერი, 2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე განცხადება გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აცანელმა დავით ჩხაიძემ შემოიტანა, რომელიც აღნიშნულ სოფელში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
ზესტაფონში გამგებელი ხმაურით დანიშნეს
9 ნოემბერი, 2012
2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა დანიშნულიყო. ზესტაფონის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომათა დარბაზი სხდომის დაწყებამდე დაიკავა. სხდომა დანიშნულ დროზე გვიან დაიწყო. მოქალაქეთა გვერდით იყო ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი ქავთარაძე. ისინი გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ.
უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი აცხადებს, რომ უდანაშაულოა
8 ნოემბერი, 2012
„ეი-ეს თელასის“ კომერციული ექსპერტის, კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი დაკავებამდე და დაკავების შემდეგ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს.