მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2014 წელს კახეთში ინფრასტურქტურულ პროექტებზე 112 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
22 იანვარი, 2014
20იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და რეგიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს კახეთში გეგმავს.
საქართველოს პარლამენტის შენობა შესაძლოა საკუთრებაში ქუთაისს გადაეცეს
21 იანვარი, 2014
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის ექსპლუატაციაში შესვლის პირველივე დღიდან ხელისუფლება მის თბილისში დაბრუნებაზე ღიად საუბრობს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში არსებული პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია-ინვენტარიზაცია, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების სურვილი - პარლამენტი დედაქალაქს დაუბრუნდეს - მალე განხორციელდება.
ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია“
21 იანვარი, 2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი. ამის შესახებ პრემიერმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გორის აგრარული ბაზარის მოვაჭრეთა გამოუვალი მდგომარეობა
20 იანვარი, 2014
მესამე დღეა გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციებს მართავენ. ისინი ბაზრის ადგილმდებარეობის შეცვლას აპროტესტებნენ. სიტუაციაში გარკვევის და დარეგულირების მიზნით, მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად ხვდებიან. 16 იანვრის შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.
ბოლის თემის რწმუნებული ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
20 იანვარი, 2014
ახალგორში დღეს ყველა ბოლის თემის ( ადგილი ახალგორის რაიონში, რომელიც 13 სოფელს მოიცავს) რწმუნებულის რობინზონ გვრიტიშვილის დაკავებაზე საუბრობს. ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივთაგან ზოგიერთს ხელჩანთაში დააქვს სია, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის სახელები და გვარებია მითითებული.
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაიშალა - კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდა
17 იანვარი, 2014
ორი დღეა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის აპლიკანტები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მათი აზრით, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც, ასევე, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, არაკანონმორჩილი ადამიანია და თვითნებურად მოქმედებს.
ინტერფრაქციული ჯგუფი გამგებლის წინააღმდეგ შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს
17 იანვარი, 2014
საგარეჯოს საკრებულოში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გამგებლის, გიორგი ლოლაძის წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა, რომელიც საგარეჯოს საკრებულოს ფრაქციებმა „თანადგომა ბიძინა ივანიშვილს“ და „დემოკრატებმა’’ წარადგინეს. ჯგუფი დასკვნას, დაკმაყოფილების, ან უარის თქმის შესახებ რამოდენიმე დღეში დადებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
17 იანვარი, 2014
14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. NED - ის მიერ დაფინანსებული პროექტი 2013 წლის 15 იანვრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესების მონიტორინგს მოიცავს.
ოქროს მომპოვებელ კომპანიას დიდი დმანისის მოსახლეობა უპირისპირდება
17 იანვარი, 2014
ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG GOLD-ს დღეს ბევრი მომჩივანი ჰყავს. კომპანიას უძველესო ოქროს სამთო წესით მოპოვების საბადოს ხელყოფისთვის აქტიური ახალგაზრდები, არქეოლეგები და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები უპირისპირდებიან. თუმცა კომპანიის საბადოებთან მახლობლად მდებარე სოფელს სხვა გასაჭირი აქვს.
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტში არა აქვთ
16 იანვარი, 2014
მარტოხელა თინათინ ელიკაური ერთ-ერთია მათგან, ვისაც საცხოვრებელი სახლი არა აქვს და ღამეს ნათესავებთან ათევდა. მისი სახლი რამდენიმე წლის წინ სიძველის გამო დაინგრა. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე ღამე ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკის ეზოშიც დაუძინია. ელიკაურს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არაერთი განცხადება აქვს დაწერილი, საცხოვრებელი სახლის მოთხოვნაზე.
პროკურატურამ ყოფილი სამართალდამცავები წამების საქმეზე პასუხისგებაში მისცა
16 იანვარი, 2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით იძებნება, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა.
ბაჩო ახალაიას დამატებითი ბრალდებები წარედგინა
16 იანვარი, 2014
ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მთავარმა პროკურატურამ 12 იანვარს დამატებითი ბრალდებები წაუყენა პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, რომელსაც, პროკურატურის განცხადებით, დაახლოებით შვიდი წლის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს ჰქონდა ადგილი.
სამინისტროს სახელის გარდა, რა იცვლება ოსურ-ქართულ და აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში
15 იანვარი, 2014
რეიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტს სახელი შეეცვლა. ზაქარეიშვილის უწყებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ეწოდა. უწყების სახელწოდების ცვლილებას პირველი შეფასებები ცხინვალის დე-ფატო ხელისუფლების მხრიდან უკვე მოჰყვა. ისინი სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას არ აპირებენ.
თელავის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს პატიმრობა შეეფარდა
14 იანვარი, 2014
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მაჭავარიანი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სასამართლომ იმსჯელა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე და პატიმრობა შეუფარდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების სასამართლო მონიტორინგზე
14 იანვარი, 2014
14 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
საშობაო ეპისტოლეს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება
10 იანვარი, 2014
8 იანვარს საპატრიარქოს წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა
9 იანვარი, 2014
დევნილთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 27 დეკემბრამდე დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხელახალი რეგისტრაცია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 12 სარეგისტრაციო კომისიის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში გრაფიკის მიხედვით ჩატარდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების უხარისხობას უჩივიან
9 იანვარი, 2014
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების ხარისხით უკმაყოფილონი არიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ეტლების მიწოდებისათვის ნაკლები თანხა მოითხოვა.
საპატრიარქოს ეგიდით ჩატარებული ღონისძება სკანდალის მიზეზი გახდა
9 იანვარი, 2014
საპატრიარქოს ეგიდით სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოლკლორის ფესტივალი „ლანჩხუთელების ღიღინი“ გაიმართა, რომელიც ლანჩხუთში სკანდალის მიზეზი გახდა.
საახალწლოდ კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში პრემიების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
8 იანვარი, 2014
კახეთის 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეებზე, წინასაახალწლოდ, პრემიის სახით 566 740 ლარი გაიცემა. საკრებულოების ინფორმაციით, ყველზე მეტდ - 180 000 ლარის ოდენობის პრემიას გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლები მიიღებენ. 134 330 ლარი გაიცემა საგარეჯოს, 89 410 ლარი დედოფლისწყაროს, 63 000 ლარი თელავის, 100 000 ლარზე მეტი კი, ახმეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე.