04:59, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-10-30
გორის კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სახალხო დამცველს მიმართავს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ვალიაური სახალხო დამცველს მიმართავს და უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. ვალიაურის განცხადებით, შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა ქალაქის მერზე ზეწოლა მოახდინა, რის შედეგადაც მერმა ვალიაურის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. 
2015-10-29
ნდობის აღდგენა მავთულხლართების ფონზე
ჩვენ თუ ვუყურეთ, როდის გაქრება ეს მავთულხლართები, რათა შემდეგ ხალხმა დაიწყოს დიალოგი, ძალიან დიდ დროს დავკარგავთ. საჭიროა მოქმედებები დავიწყოთ აქედანვე“, - ამ სიტყვებით გახსნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა 23 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების თემაზე შეხვედრა. 
2015-10-26
მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან“ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს
„ბავშვები აივანს მოაცილეთ“ - ასე გააფრთხილეს კახეთის მკვიდრი ბელა გოჩინაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში. 2015 წლის 22 მაისს გოჩინაშვილმა ზემოაღნიშნულ აპარატს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა შეეკეთებინათ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან გადაეტანათ მისი საცხოვრებელი სახლის მოშორებით.
2015-10-21
აზერბაიჯანი: ლეილა და არიფ იუნუსების საქმეში მართლმსაჯულების აღსრულების დროა
პრეს-რელიზი, The Observatory
ჟენევა-პარიზი, 16 ოქტომბერი, 2015 წელი. 12 ოქტომბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსების საქმის სააპელაციო განხილვა დაიწყო. 13 აგვისტოს ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების  უხეში დარღვევით მათ 8,5  და 7 წლით (შესაბამისად) პატიმრობა მიუსაჯა.  სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებასთან ერთად უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (OMCT და FIDH ერთობლივი პროგრამა) ამ აღმაშფოთებელი განაჩენების გაუქმებას ითხოვს. 
2015-10-20
მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის პროცესის ხარვეზები - 2015 წლის აგვისტო
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია მოქმედი მოსამართლის ქვემდგომი, ზემდგომი ან იმავე ინსტანციის მოსამართლედ დანიშვნა კონკურსის გარეშე საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს. 
2015-10-20
მეჯვრისხევის ყოფილ რწმუნებულს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა
15 ოქტომბერს 11 საათზე გორის რაიონულ სასამართლოში მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებულის საქმის განხილვა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლე შალვა კაკაურიძემ საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო.  ტარიელ გურგენიძეს ქრთამის აღების ბრალდებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2015-10-20
დაიხურება თუ არა №7 პენიტენციური დაწესებულება
საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 19 ივნისს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიში გამოაქვეყნა და ანგარიშის შედეგების გათვალისწინებით დაწესებულების დახურვის რეკომენდაცია გასცა. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნაში №7 საპატიმროში ჰიგიენური ნორმების დარღვევა, პატიმართა ზედმეტი რაოდენობა, არასათანადო სამედიცინო დახმარება და სხვა ბევრი ხარვეზია შეტანილი. 
2015-10-19
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ზვიად ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს
8 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა კასპის პოლიციის ოთხი თანამშრომლის მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. დაზარალებულ ზვიად ფეიქრიშვილს სამართლებრივ დახმარებას თბილისის ადამინის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი უწევს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აღნიშნული საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. 
2015-10-16
გორში NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან
NDI -ის კვლევის თანახმად, გორის მერის საქმიანობა მოსახლეობის 7 % დადებითად შეაფასა, 31 -% საშუალოდ,  19 % -ცუდად, ხოლო 34 % ამბობს, რომ მერის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
2015-10-15
სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მიესალმება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად.
2015-10-12
სახალხო დამცველი „კურიერში“ გასულ რეპორტაჟს ეხმიანება
სახალხო დამცველი ეხმიანება 2015 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ გასულ რეპორტაჟს, რომელიც ახმედ ჩატაევის ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტთა გლობალურ სიაში შეყვანის ფაქტზე მომზადდა.
2015-10-10
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „რუსთავი 2“-ის ტენდენციურ სიუჟეტთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მიერ 9 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტს - „2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა“. 

2015-10-09
სამოქალაქო იზოლაცია თუ ენის პრობლემა?
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ქართველების შემდეგ მეორე ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები (მოსახლეობის 7%) წარმოადგენენ. რა წვლილი შეაქვს 400-ათასამდე აზერბაიჯანელს იმ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან? რა წილი შეაქვთ მათ ქართული ლიტერატურის, მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის განვითარების საქმეში? 
2015-10-08
სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მცირეწლოვან გ. კახურაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა
6 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ამ უკანასკნელისვე სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო პროცესზე აპელანტ მხარეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ წარმოადგენდა. „ჯორიან კაპიტალმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად ცნეს.
2015-10-01
მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებული პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს
“პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისევ ძველი მეთოდებით მუშაობს“ - ეს განცხადება 28 სექტემბერს რიგით მე-15 სასამართლო სხდომიდან გამოსულმა მეჯვრისხევის ყოფილმა რწმუნებულმა გააკეთა. 

2015-10-01
არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციის - ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
2015 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციის - ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული 10 პირის საქმეზე, რომელთა ინტერესებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC