04:59, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-11-28
პოლიციელების მიერ ნაცემ ლადი ელიკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები 19 წლის ლადი ელიკაშვილი გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს უფროსს, გიორგი კრაწაშვილს და მის მოადგილეებს: გიორგი დარეჯანაშვილს,შოთა მოსულიშვილსა და გოჩა აფციაურს ცემაში ადანაშაულებს.
2015-11-26
სოციალურად დაუცველი შშმ პირი დახმარებას ითხოვს
სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა თემურ მასხულიამ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, იგი რამდენიმე თვეა, რაც უფლებების დაცვას მოითხოვს.
2015-11-25
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაცია საერთო სასამართლოებში ხარვეზიანად წარიმართა
2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2015-11-20
გურჯაანის მოსახლეობა სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სპორტული კომპლექსი, წლებია, რაც მოუვლელია. ამორტიზებულია ორსართულიანი შენობა, რომელიც სპორტსმენების მოსასვენებლად იყო განკუთვნილი. ანტისანიტრარიაა სპორტული კომპლექსის ეზოში.
2015-11-19
1237 ამნისტირებული პატიმარი პენიტენციურ სისტემას დაუბრუნდა
2012 წელს საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“. აღნიშნულ კანონს არ ეთანხმებოდა საქართველოს  შს სამინისტრო და პარლამენტის სხვადასხვა ფრაქცია და ცალკეული წევრი, თუმცა საკანონმდებლო შტოს უმრავლესობის ძალისხმევით აღნიშნული კანონი მაინც ამოქმედდა.
2015-11-19
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი, რომელიც საქართველოს 9–13 ნოემბერს სტუმრობდა, მიესალმა ქვეყნის მთელ რიგ „დადებით მიღწევებს“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის საქმეში შემდგომი ძალისხმევაა საჭირო. 
2015-11-17
უპრეცენდენტო საქმე
12 ნოემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ მელიტონ ბენიძესა და ადვოკატ მუხრან ღურწკაიასთან შეხვედრა გამართეს.
2015-11-16
დავა მეურვეობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის მოსახლეობა ამავე სოფელში მცხოვრები ძმების - ნიკოლოზ და დავით კაპანაძეების დაცვას ითხოვენ. ძმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მშობლები 8 წლის წინ გარდაეცვალათ. მარტხოელად დარჩენილი ძმების მოვლა მეზობლებმა კაპანაძეების ნათესავს, გია მირიანაშვილს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა კი ძმების ქონება მიითვისა.
2015-11-09
წიგნის პრეზენტაცია - „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“
5 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „ნდობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროექტ კოალიცია „ნდობის აღდგენის“ ფარგლებში გამოიცა. წიგნის მიზანია, მოიძებნოს რესურსები დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა სამხრეთ კავკასიის ხალხების ისტორიაში დაიწყოს ახალი ეტაპი - ნდობის აღდგენა.  წიგნში თავმოყრილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების წარმომადგენელთა განსხვავებული მოსაზრებები. 
2015-11-04
ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებიდან“ 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპი „სამუზეუმო გაერთიანების” და ა(ა)იპი „საბიბლიოთეკო გაერთიანების” შეერთება მოხდა. შეიქმნა ახალი ა(ა)იპი „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება”, რომლის დირექტორად პროფესიით, ექიმი ნევროლოგი მაია ბეროშვილი დაინიშნა.

2015-11-02
იცავს თუ არა კანონი მომხმარებელთა უფლებებებს საქართველოში
დაობებული პური; ამჟავებული სალათები; ვადაგასული ძეხვი, შოკოლადი, იოგურტი - ეს იმ პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მაღაზიებში ყოველდღიურად იყიდება. ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას ვებ-გვერდზე momxmarebeli.ge ათავსებს. საიტის ადმინისტრაცია თითოეულ მიმართვაზე რეაგირებს და კონსულტაციას გასცემს. მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC