12:45, Saturday, 21.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2019-09-16
ჩორჩანა-წნელისის კრიზისი
ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დაძლევას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელები, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ. კრიზისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით საპოლიციო საგუშაგოს გაკეთებას მოჰყვა, რაც დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და 29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. 
2019-09-11
უკანონო დაკავებათა ისტორიები საოკუპაციო ხაზიდან
წინამდებარე ბუკლეტის მიზანია იმ პრობლემებისა და უფლებადარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რასაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე. ბუკლეტში ასახულია უშუალოდ იმ ადამიანების მიერ მოთხრობილი ისტორიები, რომლებიც ბოლო წლებში გახდნენ უკანონო დაკავებებისა და გატაცების მსხვერპლი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.
2019-09-06
BBC ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის შესაძლო კვალზე წერს
ქვეყნიდან გადასახლებული ჩეჩენი, რომელიც ბერლინის პარკში მოკლეს, რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა და შესაძლოა, რუსი აგენტის მიერ იყოს მოკლული - წერს BBC. გთავაზობთ „ბიბისის“ სტატიის ქართულ თარგმანს.
2019-09-05
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის დეტალები და სამართლებრივი შეფასება
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო დროს განვითარებული არაერთი მოვლენა ნათლად აჩვენებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოში არ არსებობს ერთიანი პრევენციული მექანიზმები და სახელმწიფო მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებით შემოიფარგლება, რაც ხშირად არაეფექტიანი და არასრულყოფილია.
2019-09-05
საკადრო ცვლილებები გორის მერიაში
გორის მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ხელწერა რომ არ არის ამას კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს. მერის მოადგილის თანმდებობიდან ეკატერინე სუხიშვილის წასვლის შემდეგ მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი მედიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერის პასუხი იყო, რომ რამდენიმე კანდიდატის განხილვის პროცესში იყო და არჩევანის გაკეთება უჭირდა.
2019-08-30
საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა
29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 30 აგვიტოს, საქართველოს მთავრობისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის გამართვა ხაშურის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში დაიგეგმა. ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განცხადა.
2019-08-29
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა
29 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე, ქართული მხარე 10 საკითხის განხილვას აპირებდა, თუმცა მოლაპარაკებები პირველივე საკითხს ვერ გასცდა და შეხვედრა ჩაიშალა.
2019-08-28
100 ავტობუსი თვითმმართველობას
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 100 ავტობუსი შეიძინა, რომელიც რეგიონების ცენტრალურ ქალაქებზე უნდა გადანაწილდეს. გორის მუნიციპალიტეტს  100-დან 30 ავტობუსი გადაეცემა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ ავტობუსების პარკის მოსაწყობად ტერიტორია უკვე გამოყო. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ გორს უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.
2019-08-14
ოკუპაცია გუგუტიანთკარში
​რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ.
2019-07-12
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი)
  • სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს;
  • უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა;
  • თავდაცვის სამინისტრომ მფრინავი ქალის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიხმო;
  • სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრს საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალა;
  • შსს-ს 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულის მიმართ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა
2019-07-02
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა
28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციიდან საკრებულოს წევრმა სხდომის დატოვებამდე განაცხდა, რომ მისთვის მიუღებელია იმ დეპუტატების გვერდით ჯდომა, რომლებიც მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ გახარიას გამართლებით არიან დაკავებულები და ვერ ხედავენ აქციის დაშლის დროს დაშავებულ მოქალაქეებს.
2019-06-28
არჩევნები ბარიერის გარეშე
20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ორი ძირითადი მოთხოვნით განახლდა აქციები, ესენია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
2019-06-28
ახალდაბის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა
c27 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებლებმა, ახალდაბა - ნიქოზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლების მხრიდან სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების იმედი ამოეწურათ.
2019-06-28
პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრატების დაშლის შედეგად, 280-მდე აქციის მონაწილე, 80 პოლიციელი და 38 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის გოგოა.
2019-06-28
ქარელში სკვერის ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხს პროტესტი მოჰყვა
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წერიგში ცვლილება შევიდა. კერძოდ კი, სკვერის ტერიტორიაზე 100 კვ.მ ფართობის იჯარით გასხვისება მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის პროტესტის საფუძველზე დროებით გადაიფიქრა და საკითხი უკან გაითხოვა. ამის მიზეზი ქარელში სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების პროტესტი გახდა. მოსახლების ნაწილის განცხადებით, ქალაქს ერთადერთი გამწვანებული სკვერი აქვს და მისი იჯარით გადაცემის შემთხვევაში მოიჯარის კომერციულ ინტერესებს შეეწირება მწვანე ნარგავები.
2019-06-26
სტატუსის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები
გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. დაზარალებულები უკვე მე-11 წელია, დაკარგული სახლების და ნაკვეთების კომპენსაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 
2019-06-13
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში, ბერულას უბანში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა უკვე მეორე ინსტანციაში მოუგო სასამართლო დავა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ილია ბერუაშვილის ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა.
2019-06-10
14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს
საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.
2019-06-04
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართა
2019 წლის 20-24 მაისს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების მორიგი სერია გაიმართა.
2019-05-30
სტიქიით დაზარალებულების აქცია
27 მაისს,  სტიქიით დაზარალებულებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და ანაზღაურება მოითხოვეს.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC