სტატია
2019-01-29
გორში 'სამოქალაქო ბიუჯეტის' გამარჯვებული პროექტები დასახელდა
21 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში გამარჯვებული საპროექტო ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა. გორის მერმა გამარჯვებული პროექტის ავტორები დაასახელა და ისინი სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს.
2019-01-29
მხარის გუბერნატორის გავლენები და საკადრო ცვლილებები გორის თვითმმართველობაში
გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. Humanrights.ge-ს ინფორმაციით, კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება მხარის გუბერნატორმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა. კულუარებში ამის მიზეზად გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები და 2018 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში აუთვისებელი ორ მილიონამდე ლარი სახელდება, რადგან ინფრასტრუქტურულ პროექტებს კოორდინაციას გელა კაპანაძე უწევდა და გორის მერმაც პასუხიმგებლობა მას დააკისრა.
2019-01-29
გორის მერის პირველ მოადგილედ გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა
,,ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, მასთან ვმუშაობდი ერთი წელი, რა დროსაც შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას", - ეს განცხადება ერასტი ელიჯარაშვილმა მისი გორის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა.
2019-01-16
მოსახლეობამ სოფელ ხიდისთავში გზა გადაკეტა
12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ჩინეთის უბნის მაცხოვრებლებმა, სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სასმელი წყლის მიწოდება წინასაახალწლოდ 27 დეკემბერს შეუწყდათ და 15 დღის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდება კვლავ პრობლემად დარჩა. აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის მისვლას და პრობლემით დაინტერესებას მოითხოვდნენ.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას