სტატია
27 თებერვალი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველმა პარტიამ დამატებით კიდევ ორი ფრაქცია შექმნა: ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“. მანამდე ,,ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში სამი ფრაქცია უკვე ჰქონდა შექმნილი: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება-მრეწველები“ და ქართული ოცნება-კონსერვატორები“. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასი მაღალანაზღაურებადია: თავმჯდომარის შემთხვევაში - 2 000 ლარი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის - 1 200 ლარია გათვალისწინებული. ერთი ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის ხელფასისთვის წლის განმავლობაში 38 400 ლარი იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.