რეპორტაჟი
26 დეკემბერი, 2007
ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი, უკვე 49 დღეა, თბილისის № 1 საავადმყოფოში მკურნალობენ. ზუსტად ამდენი დღე გავიდა 7 ნოემბრიდან, როდესაც ისინი, ოფიციალური ვერსიით, რეზინის ტყვიამ, რეალურად კი დღემდე გაურკვეველმა იარაღმა თვეებით მიაჯაჭვა საწოლს. დარბევის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ, თუმცა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში პოლიტიკოსებს დაავიწყდათ, რომ იმ მოვლენებს მსხვერპლიც მოჰყვა: ისინი, ვისთვისაც 7 ნოემბერი დღემდე არ დასრულებულა. ეს ადამიანები თავიანთი თვალით დანახულ 7 ნოემბერს იხსენებენ.