პატიმრები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2015-05-18
„ჩემი ანგელოზები“ ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
ბანკის მძარცველი რვა ქალს მძევლად აიყვანს და ერთი ღამის განმავლობაში ოთახში გამოკეტავს. ქალებს დრო საუბარში გაჰყავთ, ერთმანეთს ახლოდან გაიცნობენ და ერთგვარ კათარზისს განიცდიან. მძევლები მძარცველსაც თანაუგრძნობენ მას შემდეგ, რაც დანაშაულის ჩადენის მოტივს გაიგებენ. მარტივად ასეთია სიუჟეტი სპექტაკლისა „ჩემი ანგელოზები“, რომელიც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიდგა.
2015-05-18
მსჯავრდებული, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს
მსჯავრდებული ლაშა ლაბაძე, რომელიც სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში იმყოფება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს. მსჯავრდებულს მხედველობა აქვს მკვეთრად დაქვეითებული და, ამასთან, საჭიროებს ამპუტირებული ფეხის პროთეზირებას. Humanrights.ge მსჯავრდებულის დედას, ლუბა ტატიშვილს, ესაუბრა.
2015-05-11
როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა დაიწყო, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა დასახმარებლად შეიქმნა და მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.
2015-05-06
პრეს-რელიზი - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ცომაია სასამართლომ გაამართლა
7 მაისს, 11:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ცომაიას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით.
2015-05-04
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში
2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები, ქალთა უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება, ეფექტური მექანიზმის შემუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვ...
2015-05-04
სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება
2015 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „პატიმრობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე მოცულობით კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლებას ანიჭებს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი სასჯელაღსრულების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას