პატიმრები
2010-12-22
მინისტრის ბრძანებამ შესაძლოა, კონსტიტუციური უფლება შეზღუდოს
სასჯელაღსრულების მინისტრის # 89 ბრძანებულების თანახმად, თუ ადვოკატს რამდენიმე პატიმართან სურს შეხვედრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყოველ ჯერზე რიგში თავიდან უნდა ჩადგეს. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ამან შესაძლოა, ბრალდებულის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების, დაუყოვნებლივ მოითხოვოს დამცველის დახმარება, შეზღუდვა გამოიწვიოს.
2010-12-13
Books not Bars - „წიგნები გისოსების ნაცვლად“
2010-12-03
გიორგი ბარათელზე ინფორმაციას პრესა.გე ევროსასამართლოსგან მოითხოვს
პრესა.გე იძულებულია საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სთხოვოს. საქმე ეხება ინფორმაციას აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე; კერძოდ, სად, რომელ საპყრობილეში იხდის იგი სასჯელს.
2010-11-08
20 პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა
2010-11-03
პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის წინ
პოლიტპატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეიკრიბნენ უფლებადამცველები, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება იყო. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტპატიმრებს და ისაუბრეს უმძიმეს ვითარებაზე, რაც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს.
2010-10-22
ცემის შემდეგ პატიმარი წელს ქვემოთ მოწყდა
პატიმარი რამაზ პატარაია, მასზე განხორციელებული ფიზიკური
ზეწოლის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია - ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს
და ეტლით გადაადგილდება, აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და
კრუნჩხვები. როგორც თავად პატიმარი წერს ახსნა-განმარტებით ბარათში,
ერთ-ერთი ეტაპირებისას, ქუთაისის #2 საპყრბილეში, ციხის ორმა
თანამშრომელმა სასტიკად სცემა. აღნიშნულ ინციდენტზე, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურაში საქმე ერთი წლის წინ აღიძრა, მაგრამ გამოძიება
რატომღაც ჭიანურდება და ჯერ სასამართლო პროცესიც არ დანიშნულა.
2010-10-21
სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობები დაიწყო
2010-10-04
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია დაზარალებულად ცნობას მოითხოვს
2010-10-01
პატიმარი არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა
ირაკლი, გიორგი და ნიკა ახლა ფოტოსურათებით იხსენებენ
მამას, კახაბერ ბეჟანიძეს, რომელიც გასული წლის 26 სექტემბერს პატიმრობაში
გარდაიცვალა. კლინიკური დიაგნოზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი კუჭის
და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და მძიმე სეფსისი გახდა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული
განვითარების საბჭომ ბეჟანიძის მკურნალი ექიმების მიმართ საქნცია გაატარა.
თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე მაღალი სანქცია 4 თვით სერტიფიკატის შეჩერებაა.
გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე, მარინა თურმანიძე კი, გარდაცვალებას არასწორ
მკურნალობას აბრალებს და სახელმწიფოსგან კომპესაციის მოთხოვნას აპირებს.
2010-09-14
წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა
ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) საერთაშორისო სამდივნო საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებს: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს. წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია OMCT SOS ქსელის წევრისაგან - „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ მიიღო. გთავაზობთ მიმართვის სრულ თარგმანს:
2010-08-20
ნაწამები პატიმრები სტრასბურგში ჩივიან
ოთხი წლის წინ პატიმრების ცემის ფაქტზე
აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღემდე არავინ
დაკითხულა დაზარალებულთა გარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პატიმრების
სარჩელის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში განცილვას უზრუნველყოფს.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას