15:57, Friday, 19.07.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რელიგია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-12-30
სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრების რესტავრაციის შემდეგ სომეხთა სამოციქულო ეკლესია მათ საკუთრებაში გადაცემას ელის
საქართველოში სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე ათეული მოქმედი ტაძარია, პატარა სამლოცველოების ჩათვლით. 1930-იან წლებამდე ტაძრები სომეხი მრევლის საკუთრებაში იყო, შემდეგ კი კომუნისტურმა მთავრობამ ჩამოართვა, როგორც სხვა კონფესიებს. მხოლოდ თბილისის ორ ტაძარში - სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრებში შებარჩუნდა წირვა-ლოცვა. დღესდღეობით თბილისში მხოლოდ ეს ორი ტაძარია მოქმედი. ორივეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
2015-12-21
ონის სინაგოგა დღეს ისევ დაკეტილია
„1950 წელს ონში ჩასულ მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს შენობის კარი შიგნიდან ჩარაზული დახვდათ, მაგრამ შენობიდან ჩვილების ტირილი ისმოდა. როცა მიუყურადეს მიხვდნენ, რომ შენობაში ძალიან ბევრი ბავშვი იყო. ქუჩაში შეკრებილი უამრავი ონელისაგან კი შეიტყვეს, რომ შენობაში არა მხოლოდ ებრაელი, არამედ ქართველი დედებიც შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა არავისთვის მიეცათ სინაგოგის დახურვის საშუალება. ქართველი და ებრაელი ქალების ამ თავდადებამ ონის სინაგოგა განადგურებას გადაარჩინა“, - ასეთ გადმოცემებს მოისმენთ ონში ებრაელებისა და ქართველების მიერ ონის სინაგოგის დასაცავად განხორციელებული გმირული ისტორიებიდან. 
2015-09-02
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეში   გაამართლა და საქმე შეწყვიტა. მსჯავრდებული გურჯაანელი 25 წლის ვაჟა უტიაშვილია. მას 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ბრალდება მოეხსნა.
2015-07-02
სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა – მე-12 მსხვერპლი პანკისიდან
სირიაში, ქალაქ კობანში საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. თურფალ ბორჩაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში ის 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს თურფალ ბორჩაშვილის გარდაცვალების ფაქტი მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
2015-06-10
რა პრობლემებზე საუბრობენ პანკისელები
3 ივნისს, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჟურნალისტების ტური მოეწყო. შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. საუბარი რეგიონში არსებულ პრობლემატიკას შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემატიკასა და პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წასვლაზე გამახვილდა. ჩვენ თავს ვიკავებთ რესპონდენტების სახელებისა და გვარების დასახელებისგან. 
2015-05-19
„მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ - ფილმის ჩვენება გაიმართა
15 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფილმის „მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ ჩვენება გამართა. დოკუმენტურ ფილმში ჭელაში, ფლატესა და მოხეში მომხდარი რელიგიური შეუმწყნარებლობის ფაქტები იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური უმცირეობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
2015-05-04
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში
2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები, ქალთა უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება, ეფექტური მექანიზმის შემუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვ... 
2015-03-23
იეჰოვას მოწმის გამართლების შემდეგ პროკურატურამ გაურკვეველი გამოძიება დაიწყო
„2015 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ მიერ მითითებული იყო დაბა ასპინძაში მცხოვრები გელა და ლელა შველიძეების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“
2015-03-10
ადამიანის უფლებათა ცენტრმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარმოადგინა
6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა  პროექტის  „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
2015-03-05
ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი ანგარიში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“. ანგარიშში ასახულია პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - შედეგები, რომლის პრეზენტაცია გაიმართა  6 მარტს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
2015-02-24
რელიგიის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
15 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრში  პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს. 
2015-02-23
იკვეთება თუ არა „იმედის ფესტივალის“ დაგეგმვისას დისკრიმინაციის ფაქტები
2014 წლის 6-8 ივნისს სპორტის სასახლეში „იმედის ფესტივალი“ უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე გაჩენილი ხანძრის მიზეზით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ ფესტივალის მიღებაზე უარი განაცხადა. ორგანიზატორებს პრობლემები შეექნათ ასევე, სარეკლამო კამპანიის წარმოების პროცესშიც. 
2015-01-29
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე გაამართლა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე ლელა შველიძე უდანაშაულოდ სცნო. მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას humanrights.ge რამდენიმე კვირის წინ აშუქებდა. 
2015-01-23
ქობულეთის მუსლიმთა პანსიონთან ბარიკადებია აღმართული
ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის კარზე დაკლული ღორის თავის მიჭედებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ეს შემაშფოთებელი ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ცალსახად დაგმო. თუმცა, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC