09:22, Friday, 13.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფოტო რეპორტაჟი

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-12-02
ვაზიანის 8 თვის წინ ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლები, კვლავ დახმარების მოლოდინში არიან
გაზაფხულზე ვაზიანის დასახლებაში ხუთსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა, თუმცა 20 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მაშინ კორპუსის მაცხოვრებლებს თავდაცვის სამინისტრომ კარავი მისცა და ყოველდღე საკვებით უზრუნველყოფდა. კორპუსის ჩამონგრევიდან 8 თვე გავიდა. Humanrights.ge  დაინტერესდა დაზარალებული მოქალაქეების მიმართ გამოიჩინა, თუ არა ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება. აღმოჩნდა რომ ამ მოქალაქეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
2013-11-26
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაში
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და უფლებდამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებმა  და პარტნიორებმა განახორციელეს პროექტი -  „სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენების აღსრულების პროცესში“.
2013-11-20
საყდრისის საბადოზე ოქროს გამალებით ეძებენ
ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისში მდებარე ძვ.წელთაღიცხვის 3030-2918 წლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წელს სტატუსი მოუხსნეს. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაუსაბუთებლად იქნა გაცემული. დღესდღეობით, ადგილზე ოქროს მოპოვების მიზნით,  სპეციალური ბრიგადები მუშაობენ.
2013-09-27
მასტერკლასი სტუდენტებისთვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში
25 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა თამარ ავალიანმა, ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩაატარეს მასტერკლასი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მასტერკლასს აგრეთვე ესწრებოდნენ  პროექტის ფარგლებში ამოქმედებული იურიდიული განათლების ცენტრის სტაჟიორი-იურისტები.
2013-09-11
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომების შედეგად ამ დროისათვის 2 000-მდე ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთა უმრავლესობას მიყენებული ტრავმის გამო მძიმე სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკურ პროლემები აწუხებთ. სახელმწიფოში მათდასახმარებლად შექმნილი ოფიციალური მექანიზმი არ არსებობს, თუმცა ისინი ოჯახის წევრებს დღემდე ეძებენ.
2013-08-19
გორში დევნილთა ჩასახლებას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება
გორის  პირველი ბაგა-ბაღის შენობში შესახლებული იძულებით გადადგილებული პირები უკვე ორ თვეზე მეტია რაც უშუქოდ არიან დარჩენილები,  ანალოგიური მდგომარეობა კიდევ 7 ბაგა ბაღისა და ერთი სკოლის შენობაშია. 
2013-08-19
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სკანდალური კადრების ავტორის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა
16 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლში, სანდრო გირგვლიანის  მკვლელობაში მსჯავრდებულებთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოკადრების ავტორის, გია ალავიძის საქმის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
2013-07-29
ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში
27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა.  საქმე ეხება სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების  აბანოში გამოკეტვის, ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცების ცემისა და ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს. 
2013-07-24
სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა
19 ივლისს, სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველო სახლში პარასკევის ტრადიცული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა. ლოცვა ქვემო ქართლის მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ აღავლინა. პროცესს მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწრო. ლოცვის პარალელურად სოფელში რამოდენიმე ადგილას მობილიზებული იყო   პოლიცია. ადგილზე  იმყოფებოდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გიორგი გუგუნაური და მისი მოადგილე. სამთაწყაროში ასევე თბილისიდან ჩასულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

2013-07-02
თბილისში „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი სემინარები გაიმართა
თბილისში,   ნორვეგიის  ჰელსინკის  კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში სემინარების პირველი რაუნდი გაიმართა. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის  უფლებათა ცენტრი“  და საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. პროექტი აერთიანებს სამ მიზნობრივ ჯგუფს - ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სტუდენტებს.
2013-06-18
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
წალკიდან ჩამოსული ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას 36-ე დღეა მართავენ.  რამდენიმე დღის წინ, მათ პრემიერ მინისტრიც შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. 
2013-06-04
თბილისის ”ადამიანის უფლებათა სახლი ” ოფიციალურად გაიხსნა
3 ივნისს,  თბილისის  ”ადამიანის  უფლებათა  სახლი”  ოფიციალურად     გაიხსნა. ადამიანის უფლებათა სახლი, ექვს ადგილობრივ ორგანიზაციას:”კონსტიტუციის  42-ე  მუხლს”, ”ადამიანის  უფლებათა ცენტრს”,   ”მედია ინსტიტუტს”,  ”ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრ- კავკასიას”,  „კავშირ საფარს“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს“ აერთიანებს. 
2013-04-11
ვაზიანის დასახლება - უსახლკაროდ დარჩენილები და ცოცხლად დამარხვის საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახები
გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლება საზოგადოების ყურადღების ცენტრში 11 მარტს აღმოჩნდა. ხუთსართული № 8 კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილზე არავინ დაშავებულა, მაგრამ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მისი მაცხოვრებლები უსახლკაროდ დარჩნენ.

2013-03-11
როცა საზღვართან ასე ახლოს ხარ
სოფელ ოძისის  ცენტრიდან 1 კილომეტრში პირობითი სასაზღვრო გამშვები პუნქტია, 5 კილომეტრში კი, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა.  საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათ უამრავი პრობლემა აქვთ და მთავრობის უფრო მეტ ყურადღებას თხოვენ.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC