კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერვიუ

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ვახტანგ ყიფიანი: „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაიყინება ან შეფერხდება“

4 თებერვალი, 2010
ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს? - პირველი ტური დასრულდა ზუსტად ისე, როგორც იყო პროგნოზირებული. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ძირითადი ბრძოლა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის წარიმართებოდა. საუბარი იყო იმაზეც, ვინ გავიდოდა მესამე ადგილზე. განსაზღვრულ ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ მესამე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იაცენიუკი ან თვით იუშჩენკო იქნებოდნენ. თუმცა, როგორც ვნახეთ, მესამე ადგილი ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა სერგეი ტიგიპკომ დაიკავა. ახლა იმას, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, წყვეტს არა ხალხი, არამედ ტიგიპკო, რომელიც ხმათა 13%-ს ფლობს. თუ იგი ბოლო დღეებში მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს, მხარი განსაზღვრულ კანდიდატს დაუჭირონ, ეს ნამდვილად ითამაშებს არსებით როლს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ბევრი სხვა კანდიდატი წმინდა ტექნიკურ ფუნქციას ასრულებდა: მათი ნაწილი - ტიმოშენკოს, ნაწილი - იანუკოვიჩს, ნაწილი კი იუშჩენკოს უჭერდა მხარს. შეიძლება, ითქვას, რომ არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად ჩატარდა. ამაზე მეტყველებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. შეგვიძლია ვთქათ, რომ კარგია, რომ უკრაინას სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, მაგრამ ცუდია, რომ უკრაინელები ასარჩევ პოლიტიკოსებში ცუდად ერკვევიან.