უცხოური მედია საქართველოს შესახებ
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-07-29
სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები კავკასიაში თავშესაფარს ეძებენ
საქართველო და სომხეთი მიესალმებიან კოპტებს, რომლებიც ძალადობას და დისკრიმინაციას გაურბიან სამშობლოში, მაგრამ მათ საცხოვრებლად დამკვიდრება უჭირთ.
2013-07-25
საქართველო პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის ემზადება
სამ თვეში, ქართველები მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეს აირჩევენ, სააკაშვილის, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნაციონალურ პოლიტიკაში დომინირებდა. სააკაშვილს კონსტიტუცია უკრძალავს ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრას, მაგრამ ახლახან, ერთ-ერთ ინტერვიუში მან პოლიტიკაში დარჩენა არ გამორიცხა.
2013-07-10
BBC - საქართველოში კაშკაშა სასახლეები ტოტალური გამჭვირვალობის გარანტი არ არის
"საქართველო: საკმარისია თუ არა პოლიციის შუშის შენობები კორუფციის დასამარცხებლად?", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული BBC სტივ როზენბერგის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ათი წლის წინ საქართველოს კორუფციული ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდა. პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი რეფორმები მოიტანა, მათ შორის საყოველთაოდ ნაქები პოლიციის შუშებიანი შენობები.
2013-07-03
თალიბანის თავდასხმას ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა
ქაბული, ავღანეთი – აგვისტოს შემდეგ, საერთაშორისო ძალებს ავღანეთში ერთჯერადად ასეთი მომაკვდინებელი დარტყმა არ განუცდია. ხუთშაბათს საღამოს, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედროებით დაკომპლექტებულ დახურულ ბაზაზე ტერორისტი თვითმკვლელი ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სატვირთო მანქანით შეიჭრა. ჰელმანდში ქართველი და ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა.
2013-05-08
ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია
შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისთვის – ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ, ახალი მთავრობის პირველი შეფასების დროა: აღადგენს ის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, თუ უკან დაიხევს თავისი დემოკრატიული ვალდებულებებისგან?
2013-03-25
ევროკომისიის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ENP-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა
ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2012 წლის ანგარიში, რომელიც 12 ქვეყანას ეხება, მათ შორის - საქართველოსაც.
2013-03-21
ქართველები ჩინელების შემოდინებას აპროტესტებენ
საქართველოს ეროვნულ ფრონტთან დაახლოებულმა პარტიებმა 24 თებერვალს მცირე საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინააღმდეგ. ეს ზონა ჩინური კომპანია „Hualing Industry and Trade Group“-ის მფლობელობაში იქნება.
2013-03-21
სტალინის მემკვიდრეობა: ეროვნული საკითხი, შენელებული მოქმედების ნაღმი
81 წლის ნიკოლაი ხაშიგი 1932 წელს დაიბადა სოხუმში. ზუსტად ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიქტატორმა სტალინმა აფხაზეთს სსრკ-ის სრულუფლებიანი რესპუბლიკის სტატუსი ჩამოართვა და საბჭოთა საქართველოს რეგიონად აქცია. დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით აფხაზეთს დიდხანს არ უსარგებლია.
2013-03-21
ბიძინა ივანიშვილი – პოპულარული მხოლოდ სახლში
აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემა? მაღალი რეიტინგები და მმართველი უმრავლესობა პარლამენტში იმის ვარაუდს აჩენს, რომ მის პოზიციას შინ, საქართველოში, არაფერი ემუქრება. თუმცა საერთაშორისო პრესაში არსებობს ტენდენცია, რომ მილიარდერი პრემიერი ისეთ ფიგურად წარმოადგინონ, რომელსაც დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს და საკუთარი მტრების განადგურება უნდა. რადგან პოლიტიკური კოჰაბიტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ვერ შედგა, ქვეყნის იმიჯი უცხოეთში ზიანდება.
2013-03-20
ობამას ადმინისტრაციას საქართველოს საკონსტიტუციო კრიზისში ჩარევისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ახალი მთავრობა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს და კანონმდებლებს შესაძლო კონსტიტუციური კრიზისის გადალახვაში დახმარებას თხოვს. როგორც თავად საქართველოს ახალი მთავრობა აღწერს, მოსალოდნელმა კრიზისმა, შესაძლოა ჩაშალოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.
2013-03-06
იუსტიციის მინისტრი ცდილობს აშშ დაარწმუნოს ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლიანობაში
ვაშინგტონი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ ბოლოდროინდელი დაკავებები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
2013-02-19
ჰაკერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ქართველ პოლიტიკოსთა თანმიმდევრულობას ეჭვქვეშ აყენებს?!
ბოლო თვეებში, საქართველოში არ წყდება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კრტიტიკა, რომელიც თავისი ყოფილი მოწინააღმდეგეების სამართლებრივი დევნის დროს თითქოს არა იმდენად მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს, რამდენადაც პოლიტიკური მოსაზრებებით. 19 წლის პროგრამისტის, ვასილ ჯამალაშვილის საქმე, ამგვარი კრიტიკის წყაროს ილუსტრირებისთვის გამოდგება.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას