15:36, Friday, 20.04.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატიები

აირჩიეთ წელი: 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2018-04-18
რატომ ამბობენ უარს ძალადობის მსხვერპლი ქალები პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე
ძალადობის მსხვერპლი ქალები, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე ან ცვლიან ჩვენებას მოძალადის სასარგებლოდ. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები სხვადასხვა არგუმენტს ასახელებენ.
2018-04-18
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში
„გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება, სახალხო დამცველის განხილვის საგნად კვლავ აბრუნებს სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.
2018-04-16
წლების მანძილზე გაზრდილი საბანკო სესხები - მსჯავრდებულთა პრობლემა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ისტორია კვლავ გვახსენებს წლების განმავლობაში დაგროვებული და გაზრდილი საბანკო ვალდებულებების პრობლემას, რაც სხვა პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებისთვისაც კარგად არის ნაცნობი.
2018-04-13
გორში ექვსი პირი დააკავეს
8 აპრილს, საღამოს საათებში, გორში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი ინციდენტი ცხრა მოქალაქის დაკავებით დასრულდა.  სამი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს, ხოლო ექვს მოქალაქეს 11 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2018-04-10
ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადებას ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში („შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“) ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა.
2018-04-05
კოალიცია 'ევროატლანტიკური საქართველოსთვის' მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – 'ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის'
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
2018-04-04
გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე რეგიონში  არსებული მდგომარეობა, ომი და ომის შედეგები -  რუსული ინტერვენციის დოკუმენტური ფოტომასალა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ ოკუპაციის მუზეუმში გამოფინეს.
2018-04-02
ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციას არ ენდობიან
საქართველოში, ქალებისა და კაცებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავ მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება. 
2018-03-31
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები
სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დაევალა; ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გ. ო.  ე. წ. „ცრუ დასმენის“ საქმეზე გამართლდა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟ.გ.-სთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 000 ლარის გადახდა დაევალა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.გ-სთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 5 000 ლარის გადახდა დაევალა;  კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდა..
2018-03-29
მხარეების დიალოგი ერგნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე - მოლოდინი და შედეგი
1-ელ მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ დროებით უარი თქვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაზე. პროტესტის მიზეზი კი  საოკუპაციო ძალებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება გახდა.  20 მარტს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხდა, რომ  ერგნეთის შეხვედრა განახლდება.
2018-03-29
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპირებული ცხინვალში მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან, ერთი თვის შემდეგ, 24 მარტს, თბილისში, სამხედრო პატივით, დაკრძალეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენასთან ერთად მთავრი მოთხოვნა გარდაცვლილის ცხედრის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება იყო. 
2018-03-29
გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე და 6 მოხელე პასუხისგებაში მისცეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და გამგეობის კიდევ ექვსი მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ხუთ-ხუთი ათასი ლარის ოდენობით.
2018-03-24
აძვში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
22 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. “საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე​ დააკავეს. დაკავებულები არიან აძვში მცხოვრები იოსებ გუნდიშვილი და ახლუბნის მკვიდრი დავით გერკეული. როგორც აძვში მაცხოვრებლები ყვებიან, მათი დაკავება სოფელ აძვის  ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
2018-03-20
პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი, სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა“.
2018-03-19
ადევნების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე პირის მიმართ დაიწყო
ადევნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უკვე რამდენიმე თვეა, დასჯადი ქმედებაა. სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დასჯადი ცნება  2017 წლის 4 მაისს შევიდა და 25 მაისიდან ამოქმედდა.
2018-03-16
დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015-2016 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა ამ თანხის შესაბამისი სიკეთით. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული.

2018-03-16
გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში 11 კაცი და 3 ქალია
9 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად გადაწყვიტეს, თუმცა 14 წევრისგან შემდგარ საბჭოში 11 კაცი და 3 ქალია. 
2018-03-14
წამების მსხვერპლი ქალი იძულებული გახდა, მორალური ზიანისთვის ნაკლები თანხა მოეთხოვა
მსჯავრდებული ქალი, რომლის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ ვასახელებთ, 2009 წლის 23 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიისა და აფხაზეთის საზღვართან დააკავეს. თუმცა, დაკავების თარიღად, შემდგომში, 24 იანვარი მიუთითეს. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლია. 2014 წლის 24 ნოემბერს მიღებული განაჩენით, მსჯავრდებული დაზარალებულად არის ცნობილი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დღესდღეობით იგი ერთადერთი ქალი მსჯავრდებულია, რომლის მიმართაც სხვა საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურებულია წამება და არაადამიანური მოპყრობა.
2018-03-14
საპროტესტო აქციებმა შესაძლოა, აგარიდან თბილისში გადმოინაცვლოს
შპს ,,აგარის შაქრის” ქარხნიდან გათავისუფლებული 500-მდე თანამშრომელი უკვე მე-12 დღეა, რაც პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.   დღის განმავლობაში ქარხნის მიმდებარე ტერიტრიაზე 600 ადამიანი იკრიბება, ღამით კი აქციის 30 მონაწილე მორიგეობით რჩება და გაშლილ კარავში ათენებს ღამეს.   
2018-03-13
ორი შემაკავებელი ორდერი ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის - საშიში პრეცედენტი
„მოძალადეები ურთიერთობის დასაწყისში, ალბათ,  არასოდეს ავლენენ ძალადობრივ ხასიათს. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს, ვიდრე ცოლად გავყვებოდი და არასოდეს გამოუვლენია ძალადობრივი დამოკიდებულებები. ცოლად რომ გავყვევი, რადიკალურად სხვა შეხედულებები და ხასიათი აღმოაჩნდა, რასაც ნელ-ნელა ავლენდა. მისთვის მითქვამს კიდეც, კარგად შენიღბულხარ-მეთქი“, - აცხადებს ძალადობის მსხვერპლი, დეა გოშხეთელიანი.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა
გორის თვითმმართველობა 13 700 ლარს 43 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაიხდის
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას წაახალისებს
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა საინფორმაციო შეხვედრები და დაზარალებულთა საჭიროებების კვლევა დაიწყეს
არქივი
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC