სასწრაფო მიმართვები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2014-10-30
კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ
კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ,,ორგასაღებიან სისტემასთან“ დაკავშირებით.
2014-10-28
ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი 23 ოქტომბერს, მონიტორინგის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ორგანიზაცია სოფელში ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებულ დაძაბულობას შემაშფოთებლად მიიჩნევს და სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რათა დროულად განიმუხტოს სიტუაცია.
2014-10-10
მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.
2014-10-07
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციაში მოქალაქის ცემის ფაქტზე ექსპერტიზების დასკვნებს წარმოადგენენ
8 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს გააცნობენ.
2014-10-06
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი.
2014-10-03
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების „თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობა“ წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას