22:35, Sunday, 15.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2019-11-27
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ
საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრვი და საერთაშორისო ორგანიზაციები,  სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ დ მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 
2019-11-23
საქართველო: გამშვები პუნქტების დახურვამ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოქმნა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ დაბა ახალგორში, სამხრეთ ოსეთი/საქართველო, შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რაც შედეგად მოჰყვა სამხრეთ ოსეთის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას. 
2019-11-23
მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი კოხრეიძის არჩევის ფაქტს კრიტიკულად აფასებენ
22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძემ პირველ კენჭისყრაზე საბჭოს ოთხი წევრიდან ორის ხმა მიიღო, რამდენიმე წუთში გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე კი სამი ხმა და გამარჯვებული გახდა და მაუწყებლის დირექტორად 3 წლის ვადით დაინიშნა.
2019-11-22
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და მისი წევრი ორგანიზაციების განცხადება ბოლო დროინდელ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდშიგანვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვან უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებები. 
2019-11-18
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა მოქალაქე ლევან აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები. 
2019-11-16
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა 'ევროპის სოციალისტურ პარტიას'
ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – გვსურს მოგმართოთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში და გთხოვოთ რეაგირება იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია საქართველოში.
2019-11-14
არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო განცხადება
საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც  მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
2019-11-11
დასკვნა 'საერთო სასამართლოების შესახებ' ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
2019 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღად“ ცნობილი კანონპროექტი. წარმოგიდგენთ კოალიციის მოსაზრებებს მასთან დაკავშირებით: პროექტში დადებითად უნდა შეფასდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების დაკონკრეტება და სკოლის მსმენელთა შერჩევის პროცესის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოცალკევება. ამავდროულად, პროექტში არის რამდენიმე სიახლე, რაც კრიტიკას იმსახურებს.
2019-11-11
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 8 ნოემბერს თბილისში ლევან აკინის ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად. 
2019-11-09
'არა-ფობიას' გამოხმაურება 2019 წლის 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას" ეხმაურება 2019 წლის 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ფილმის "And then We Danced" პრემიერასთან დაკავშირებით.
2019-11-06
10 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებული მუქარის შესახებ
„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს. "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.
2019-11-05
ხელმომწერი ორგანიზაციები 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ფაქტს და მოვუწოდებთ პროკურატურას, დროულად მოახდინოს ყველა დაზარალებული პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC