15:19, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-03-21
,,იმედის“ მითვისებით ხელისუფლება მედია სივრცის უზურპაციას ცდილობს
პეტიცია

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია ,,იმედი“, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია იყო,  პატარკაციშვილის  გარდაცვალების შემდეგ  ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირების ხელში აღმოჩნდა.  ბიზნესმენის ქვრივი, ინა გუდავაძე აცხადებს, რომ  ტელეკომპანია ოჯახს წაართვეს და გადააბარეს იმ პირს, რომელიც პატარკაციშვილის მემკვიდრე არ არის. 

ჩვენ ვეხმაურებით ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ  ეს ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან, მედია სივრცის უზურპაცია და კერძო საკუთრების მიტაცება.

http://gopetition.com/online/17865.html
2008-03-19
Human Rights Watch-ის ღია წერილი აშშ-ს პრეზიდენტს
ღია წერილი: ბუშმა უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას 7 ნოემბრის ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

18 მარტი, 2008 წელი

პრეზიდენტ  ჯორჯ ბუშს
თეთრი სახლი

ბ-ნო პრეზიდენტო,

თქვენი მომავალი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, ხაზი გაუსვათ, რომ ხელისუფლებამ აუცილებელად სამართლიანად უნდა გამოიძიოს 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის ფაქტები, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებებზე მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 7 ნოემბერს ასობით სამთავრობო, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა გადამეტებული ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი, პოლიტიკური აქციის მინაწილეები დედაქალაქ თბილისში. 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთმა მათგანმა კი სერიოზული ტრავმა მიიღო. მსგავსმა ქმედებამ ეჭვქვეშ დააყენა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ და გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი

2008-03-14
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მიმართავს
 სახალხო დამცველის მიმართვაში აღნიშნულია:

"არაორდინალური შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარები შიმშილობენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პროტესტის უკიდურესი ფორმაღა დარჩათ მიზნის მისაღწევად. განურჩევლად იმისა, ვინ როგორ პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს, ჰუმანისტური პრინციპებიდან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, მათ მიმართ გამოვიჩინოთ გულისხმიერება. გუშინ მოვინახულე თქვენს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატები და აღმოჩნდა, რომ მათ არ აძლევენ პლედების შეტანის უფლებას, რათა ღამით გადაიფარონ, რის გამოც შიმშილობას ემატება გაუსაძლისი სიცივეც. დაბეჯითებით გთხოვთ, მოშიმშილეებს მისცეთ საშუალება, შეიტანონ პლედები მაინც, რათა შეექმნათ ელემენტარული ადამიანური პირობები.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პირადად შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

2008-03-06
პეტიცია
ევროპის კავშირის ევროპული კომისიის დელეგაცია
საქართველოსა და სომხეთში
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
ბატონ პერ გორან ეკლუნდს

ვითარება

სომხეთში განვითარებული მოვლენების სიტუაციურმა ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა პროვოცირება მოახდინეს მასობრივი დემონსტრაციებისა, რომელიც მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ არჩევნებში მიღწეული ჭეშმარიტი შედეგების დაცვას. ერევანში გაიმართა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანთა საპროტესტო აქციები. რიგი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აქციებში და აპროტესტებდნენ საარჩევნო შედეგების გაყალბებას გათავისუფლებულნი იქნენ სამსახურებიდან. ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებული იქნა. ოპოზიციის ლიდერი – ლევონ ტერ-პეტროსიანი იმყოფება შინა პატიმრობაში. როგორც გამჟღავნებული ფაქტები ცხადყოფენ, მიტინგის დარბევის შემდგომ დღეებში დაიწყო იმ ადამინათა მასობრივი დაპატიმრებები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC