08:58, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2018-03-31
კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივას ეხმიანება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის სხდომაზე მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, განაცხადა, რომ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე დემოკრატიული მართვის პრინციპებს. ამგვარი ინიციატივა მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საბჭოში განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
2018-03-31
კოალიცია დამოუკიდებელ ინსპექტორს გენდერული შევიწროების შემთხვევების შესწავლისკენ მოუწოდებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების გახშირებისა და გენდერული უთანასწორობის ატმოსფეროს გაძლიერების გამო, რაც საბჭოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზანს ემსახურება.
2018-03-28
კოალიცია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების შიდა ორგანიზაციული მექანიზმები შექმნან
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევების გამო. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ქალთა სექსუალურ შევიწროებას დასაქმების ადგილას თუ სხვა სივრცეში, მიაჩნია რა, რომ გენდერული ძალადობისგან დაცვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. კოალიცია თანადგომას უცხადებს ყველა ქალს, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ნებისმიერი პირისგან.
2018-03-21
კოალიცია ყოფილი მოსამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იცავს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის, ინტერესებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო დავაში. სასამართლოში, კოალიცია, მაია ბაქრაძის სახელით, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. კოალიცია მიიჩნევს, რომ მაია ბაქრაძის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული შეხედულებებით არის განპირობებული. 
2018-03-16
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმიანობასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-მა. 
2018-03-03
ტატუნაშვილის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 
2018-03-03
კოალიცია მოუწოდეს პარლამენტს, არ გაამკაცროს სანქციები ადმინისტრაციულ გადაცდომებზე
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ  საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
2018-03-02
კოალიცია სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”
სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას. ნათლად გამოჩნდა, რომ ბოლო წლებში სასამართლოში გატარებული რეფორმები ვერ აღწევს მთავარ მიზანს - მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს.  
2018-03-01
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მწუხარებას გამოვთქვამთ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC