22:25, Tuesday, 20.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2019-07-31
პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი მოპრობის მსხვერპლს სახელმწიფო ყოველწლიურად ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს
შშმ მსჯავრდებულ ა.თ.-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის მოხდა გადაუვადდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მოქალაქე სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
2019-07-25
განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან გენდერული უთანასწორობის და არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრაქტიკის თაობაზე
კოალიცია ეხმაურება, 22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს. საბჭოს არამოსამართლე წევრების მითითებით, საპროტესტო ქმედება განპირობებული იყო მათ მიმართ გენდერული დისკრიმინაციით.
2019-07-25
'თიბისი ბანკის' დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს
24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 11 წლის წინანდელ სავარაუდო ფაქტზე ბრალდება წაუყენა. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის საფუძვლიანობის შესახებ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. მას შემდეგ აღნიშნული პირების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
2019-07-19
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების თაობაზე
ამ დღეებში კიდევ ერთი მუშა, ამჯერად - არასრულწლოვანი, ემსხვერპლა შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევას. 2019 წლის 16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე 14 სართულიანი კორპუსის ლიფტის შახტში 16 წლის მუშა ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა ცენტრი უსამძიმრებს დაღუპული მოზარდის ოჯახს.
2019-07-18
კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესს აფასებს
2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. ამ პროცედურის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს ჩრდილს აყენებს და ხელს უშლის მის გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად წარმართვას, კერძოდ:
2019-07-18
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 'რუსთავი 2'-თან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 
2019-07-05
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება მეოთხედ გადაავადა
2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილისა და გოგა გულორდავას მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება კიდევ ერთხელ, მეოთხედ, გადაიდო - ამჯერად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე. როგორც კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესების, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსალოდნელი იყო, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც, თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისათვის.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC