15:14, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-09-23
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადება
ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
2013-09-13
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ცესკოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით
3 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ცესკოს აღნიშნული განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 6 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა საჩივრით სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებს მიმართა. 
2013-09-12
მსჯავრდებულების თქმით, საპატიმროში ე.წ. „მაყურებლების ინსტიტუტი“ არ არსებობს
ადამიანის  უფლებათა  ცენტრში  რუსთავის № 17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის  თავისუფლების  აღკვეთის  დაწესებულებიდან წერილი მოვიდა , რომელსაც ხელს სამეურნეო ნაწილში მყოფი  60  მსაჯავრდებული აწერს. ისინი  ტელევიზიების  მიერ  გავრცელებულ  ინფორმაციას აპროტესტებენ და  მის  გადამოწმებას ითხოვენ. მსჯავრდებულების თქმით, დაწესებულებაში ე.წ. „მაყურებლების ინსტიტუტი“ არ არსებობს. განცხადების  ტექსტს  უცვლელად  გთავაზობთ:
2013-09-04
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 03 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა. აღნიშნული განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2013-09-03
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება მუსლიმ თემთან მიმართებით მომხდარი ფაქტების შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში, საქართველოში, მუსლიმ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით მომხდარი ექსცესების გამო, რაც ზოგიერთ შემთვეევაში, მოსახლეობის ან სახელმწიფო უწყების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ან უმოქმედობით გამოიხატა. 
2013-09-02
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სასჯელაღსრულების სამინისტროსადმი მსჯავრდებულთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის“) ფარგლებში ადამიანის  უფლებათა ცენტრი იცავს  ქსნის #15 და რუსთავის #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში  მოთავსებული პატიმრების, რამაზ ასლანიშვილისა და თამაზ ხოლუაშვილის ინტერესებს. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრან  მათ არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მათ მიმართ დარღვეულია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC