15:51, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-09-30
მიმართვა
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, დაკითხოს მსჯავრდებული ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე.
2014-09-23
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგმართავთ წინადადებითა და თხოვნით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციისათვის, სასწრაფოდ მოხდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება, რომლის მუშაობაში აქტიურ მონაწილებას მიიღებენ როგორც პარლამენტის და მთავრობის  წევრები, ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია).
2014-09-19
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით მშვიდობის კვირეული გაიმართება
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მშვიდობის კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ფილმის ჩშვენება, დისკუსიები, სამშვიდობო აქცია.  
2014-09-18
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადავადების თაობაზე
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდება. ამჟამად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ფუნქციონირებს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მისი დანერგვა კი 2014 წლის 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო.
2014-09-18
სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგი ფაქტის შესახებ
ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების  უფლება და რელიგიის თავისუფლება.
2014-09-11
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს
12 სექტემბერს, 12:30 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასა და  ხელახალი  ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. პრესკონფერენციას დაესწრებიან ყოფილი პოლიტპატიმრები, ასევე - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორები.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC