15:53, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2018-09-29
პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას.
2018-09-26
კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს
გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში  თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
2018-09-26
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2018 წლის 24 სექტემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
2018-09-24
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. 
2018-09-04
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი სწავლობს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შეთავაზებას. 
2018-09-03
კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტს, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება
სამოქალაქო საზოგადოებასთან რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და მიზეზად კონსენსუსის არარსებობა დაასახელა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC