16:46, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-12-28
მიმართვა ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო
2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ „ინკლუზივის“ ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ხელმძღვანელის გარდა, ფონდში იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს, არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ „მათი უფროსი“ აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 20:00 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემოჭრისას არავის ეცვა პოლიციელთა ფორმები (რამდენიმემ მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.

2009-12-14
საიას განცხადება „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 12 დეკემბერს, პროგრამაში „კურიერი P.S.“ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საიას საქმიანობას აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებული და გაუჩინარებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს შემდეგი განცხადება

2009-12-14
„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ განცხადება - როგორ გვილოცავს საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „გამოვლენითა და გამოაშკარავებით“ აღნიშნა.

2009-12-10
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ 30 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალური მიმართვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრები  თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ.

2009-12-03
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ნორვეგიის პენი და ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოს ხელისუფლებისგან გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამოძიებას მოითხოვს
ნორვეგიის პენი, ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს  მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს როგორც უკანასკნელი შემთხვევა, ასევე გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტებზე აქამდე განხორციელებული ზეწოლის ყველა ფაქტი. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

2009-12-02
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადება გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის თაობაზე
„უფლებადაცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“  წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან  საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს  მიერ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ თედო ჯორბენაძეზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს როგორც უკანასკნელი შემთხვევა, ასევე გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტებზე აქამდე განხორციელებული ზეწოლის ყველა ფაქტი. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

2009-12-01
გაზეთი „ბათუმელები“ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს სპეცსამსახურები აგრძელებენ ზეწოლას გაზეთ „ბათუმელების“თანამშრომლებზე, რის გამოც იძულებულნი ვართ, მხარდაჭერისათვის თქვენ -საერთაშორისო საზოგადოებას მოგმართოთ, რადგან აღარ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია.

2009-11-30
„ბათუმელები“ აპროტესტებს სოდ-ის მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების მცდელობას და გაზეთის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს
გაზეთი „ბათუმელები“ აპროტესტებს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობას და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს; ასევე გაზეთის იმიჯის შელახვის მცდელობას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.

2009-11-26
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ განცხადება
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს 2009 წლის 23 ნოემბერს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერების - დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანის და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს იმ დროს, როცა ისინი თავიანთი სამოქალაქო პოზიციას სრულიად მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ. ასევე ვგმობთ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა დაჯარიმების ფაქტს.

2009-10-13
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო ციხეებში პატიმრები იხოცებიან
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო. ბოლო წლებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ ავადმყოფ პატიმრებს. ამის დასტურად გამოდგება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შესწავლილი რამოდენიმე საქმე. ინფორმაცია მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენსავე ვებ გვერდზე http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4229&lang=ge, http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4203&lang=ge. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტად დაინტერესდნენ ამ პრობლემით.

2009-09-01
გამოძალვის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ოთხ-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს
არსებობს ვარაუდი რომ მისი დაპატიმრობა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის ნაწილი იყო.

2009-07-13
მაისაიას მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთაშორისო ორგანიზაციებს მაისაიას მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

2009-07-08
“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებზე გახშირებული მუქარის ფაქტების გამო
“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორისა და კორესპონდენტის გელა მთივლიშვილის მიმართ ბოლო დროს მუქარისა და თვალთვალის ფაქტების გახშირების გამო.

2009-05-11
სააპელაციო სასამართლომ უნდა აღადგინოს მართლმსაჯულება
პარიზი-თბილისი-ერევანი, 2009 წლის 7 მაისი- ჩვენმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება ვაგჰან ჩაგჰალიანი-ის საქმის შესახებ, რომელსაც მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა სასამართლო პროცესზე, რომელიც დარღვევებით მიმდინარეობდა; Pპატიმარი სასტიკად იყო ნაცემი თბილისის ციხეში.

2009-05-05
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე
სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის

განცხადება

ბაზალეთი, საქართველო
2009 წლის 3 მაისი

2009 წლის 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანაში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია საშუალებების აკრძალვა, ცენზურა და ჟურნალისტებზე თავდასხმები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამას გარდა, აზერბაიჯანში საქართველოსა და სომხეთისაგან განსხვავებით ცილისწამება ისევ დანაშაულად ითვლება.

2009-03-27
საზოგადოების წარმომადგენელთა საგანგებო განცხადება
27 მარტი, 2009 წ.

ამ ბოლო დღეებში სატელევიზიო სივრცე დაიპყრო ხელისუფლების მიერ შექმნილმა ტელესერიალებმა ე.წ. "შეიარაღებული გადატრიალების" მოლოდინის შესახებ.

ეს სერიალები, როგორც ნაცადი ხერხი, ხელისუფლებამ კვლავ აამოქმედა 9 აპრილს დაგეგმილი საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის წინ.

ჩვენ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, ვთვლით, რომ ამ სერიალების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დაშინება, რაც სულ უფრო მეტად ღებულობს ფსიქოლოგიური ტერორის ფორმას.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC