06:25, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-12-31
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბელორუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
2010-12-17
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, შეჩერდეს დევნილთა მასობრივი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია  დევნილთა მოსალოდნელი მასობრივი გამოსახლებით. თბილისის 24 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ინფორმაციის სახით უკვე  ეცნობათ, რომ შენობები, რომელშიც ამჟამად ფაქტობრივად  იმყოფებიან  არ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტს და არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად. 
2010-12-13
უფლებადამცველების განცხადება გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით
ქართველი უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის - გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის.
2010-12-10
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
2010 წლის 13-14 ნოემბერს, თბილისში, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ფარგლებში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის.“

2010-11-15
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავარ პროკურორს რეაგირებისაკენ მოუწოდებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.
 
2010-11-12
,,უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და  სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.

2010-10-15
„ნულოვანი ტოლერანტობისა“ და „შერჩევითი სამართლის“ კიდევ ერთი მაგალითი
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ქვემორე ხელმომწერი უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2006 წელს და 29 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.
2010-09-29
საქართველოს პენ-კლუბის მიმართვა მსოფლიოს მწერალთა და პრესის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესს
ეს მიმართვა მომზადდა ქართული პენ-კლუბის გამგეობის მიერ, რომლის წევრებიც არიან:  დავით ქართველიშვილი (პრეზიდენტი), შორენა შავერდაშვილი (ვიცე პრეზიდენტი), რატი ამაღლობელი (ვიცე პრეზიდენტი), ქეთი კიღურაძე (საერთაშორისო მდივანი), ნაირა გელაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, დათო ტურაშვილი და ნინო ჟვანია.
2010-09-21
საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სასწრაფო განცხადება
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.
2010-09-13
ამერიკული პენ-კლუბის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით.  ეს არის საერთაშორისო პენ კლუბის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია.  ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რომ ჩვენი 3 კოლეგა ქართული პენ ცენტრიდან დაკავაბულ და გასამართლებულ იქნა სრულიად უსაფუძვლო 'ბოროტი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით და მათ შორის როგორც მინიმუმ ერთმა დაკარგა სამსახური მისი არაძალადობრივი ქმედებების გამო.
2010-09-13
საერთაშორისო პენ-კლუბის წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
თქვენო აღმატებულებავ, საერთაშორისო პენი გახლავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწერალთა, დრამატურგთა, მთარგმენლთა, გამომცემელთა და ჟურნალისტთა გაერთიანება, რომელსაც 101 ქვეყანაში 144 მოქმედი ცენტრი აქვს.   ჩვენი ორგანიზაცია მკაცრ პროტესტს გამოხატავს საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის ახლანდელ დაპატიმრებასა და გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც შედეგად მოჰყვა მათ მშვიდობიან დემონსტრაციას.
 
2010-07-29
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბატონ პერ ეკლუნდს
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
                   
საზოგადოებრივი მოძრაობა „არა“-ს ალიანსი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ 2010 წლის მარტში შეიქმნა. მოძრაობა „არა“-ს საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უფლებები, სახელმწიფო უწყებებში არსებული დარღვევები, თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები, უკანონო ბიზნეს გარიგებები, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ა.შ.
2010-07-28
ირაკლი კაკაბაძისა და უჩა ნანუაშვილის სპეციალური პრესკონფერენცია საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის გააქტიურების შესახებ
29 ივლისს 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას მიუძღვნიან ბოლო დროს საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის აქტიურ გამოვლინებებს.

2010-07-26
ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ცხინვალში თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტს
24 ივლისს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცნობილ ოს აქტივივისტს და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდამსხმელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენეს.

2010-07-20
საქართველოს კოალიცია - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პრეს-რელიზი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
[თბილისი – 17 ივლისი] – 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის - ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,”  კავშირი “ოცდამეერთე საუკუნე,” კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – გამოხატავს სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი გახდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

2010-07-16
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) მიერ გავრცელებულ კომენტარს 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ(1)
ოთხი ორგანიზაცია-"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ,"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" -ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.
2010-07-12
მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი
თბილისი, 10 ივლისი, 2010 წელი

7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC