02:26, Tuesday, 18.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-12-26
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება TV3-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს TV 3-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ემუქრებიან და აშანტაჟებენ. ტელეკომპანია არასამთავრობო სექტორსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს დაიცვან ზეწოლისგან. 
2013-12-26
არასამთავრობო ორგანიზაციები: გიგი უგულავას განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს
როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან.
2013-12-26
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე
საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ციხეებში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან.
2013-12-23
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აკეთებს:

2013-12-20
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
2013-12-18
მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. 
2013-12-16
45-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის უმრავლესობას მიმართვა გაუგზავნა
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტი წარმოადგენდა მმართველ პოლიტიკურ ძალაში შეთანხმების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტს.
2013-12-16
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს. 
2013-12-10
მსჯავრდებულების ღია წერილი პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს და შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა #5  დაწესებულებიდან ამ ღია წერილით მივმართავთ სრულიად საქართველოს, საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს და შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს. ჩვენი მოთხოვნა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, არის სამართლიანობის აღდგენა რისი იმედითაც ქვეყნის მართვის სადავეები გადავეცით „ქართულ ოცნებას.“
2013-12-09
ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის (HRHN) წევრებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს
მოწოდება უკრაინელი დემონსტრანტებისა და მათი უფლების დასაცავად, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაში
2013-12-04
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს
2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება.
2013-12-02
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ უკრაინის ხელისუფლების უარს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის გრძელვადიანი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
2013-11-29
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის უვადოდ გადავადებასთან დაკავშირებით.
2013-11-28
სახალხო დამცველის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
25 ნოემბერს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 
2013-11-18
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხელისუფლებას – ნდობის აღდგენა და მშვიდობის მშენებლობა წარსულის შეცდომების გააზრებით არის შესაძლებელი
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს, რომელიც მან 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გულახდილი დისკუსიისას წარმოთქვა. 
2013-11-15
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე გაფიცვის შესახებ
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას გამოვხატავთ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების მიმართ, რომლებმაც 14 ნოემბერს  შპს “საქართველოს რკინიგზაში“ გაფიცვა გამოაცხადეს. 
2013-11-15
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეს დაღუპულ მოქალაქეთა საქმესთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გადახედოს ვარდების რევოლუციის წინა დღეს - 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმეს. 
2013-11-15
საიას განცხადება ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას  ეხმაურება.
2013-11-13
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს
2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში, რაც გამოიხატებოდა: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაში, მის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლასა და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას პირდაპირ ჩარევაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებები შეიცავს დისციპლინური, სისხლისამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმების დარღვევის ნიშნებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე რეაგირება არ მოახდინა. საბჭომ არ იმსჯელა უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობასა ან/და საგამოძიებო ორგანოებისთვის განცხადების გადაგზავნაზე. გარდა ამისა, საბჭომ საერთოდ უარი თქვა ლაზარაშვილის მიერ ექვსი მოსამართლე წევრის მიმართ აცილების საკითხის განხილვაზე, მაშინ, როდესაც მოქმედი საბჭოს რამდენიმე წევრი 2010 წელს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების რანგში მონაწილეობდა ლაზარაშვილის სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო ერთი - ჩართული იყო ლაზარაშვილის მიმართ მიმდინარე დისციპლინური დევნის საქმეში.
 
ლაზარაშვილის საქმის განხილვამ გამოავლინა, რომ საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. 
 
ზემოთ ხსენებული საქმე, ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ ხარვეზებისა, რაც საბჭოს საქმიანობაში შეინიშნება, კერძოდ:
 საკითხის განხილვის/წარმოების ჩატარების წესი;
 ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება;
 საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა;
 საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი; 
 საბჭოს დღის წესრიგის შედგენა და დღის წესრიგში საკითხების გათვალისწინება და სხვა.
 
ამას გარდა, საბჭოს მუშაობის პრაქტიკამ ცხადყო, რომ პრობლემურია სხდომების გაშუქების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სხდომები ღიაა, ხშირად ჟურნალისტებს ეკრძალებათ ვიდეო გადაღება ან შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუთით დაიშვებიან. ამასთან, უცნობია თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ვიდეო გადაღების შეზღუდვის დაწესების თაობაზე, ვინაიდან ამ საკითხზე კენჭისყრა არ ხდება. 
 
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საბჭოს საქმიანობის რეგლამენტირებაზე დროულად დაიწყოს მუშაობა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საბჭო თავად იყოს ამ პროცესის ინიციატორი და საკანონმდებლო ორგანომ შექმნას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი, რაც დაარეგულირებს ამჟამად საბჭოს წევრების კეთილ ნებაზე დამოკიდებულ საკითხებს. 
 
კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე, ეფექტურად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენება და ჯანსაღი, პოლიტიკური თუ ვიწრო ჯგუფური ინტერესებისგან დისტანცირებული, პრინციპული მიდგომებით განახორციელოს კანონით დაკისრებული ფუნქციები.
2013-11-05
სახალხო დამცველის განცხადება პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით
შეწყალების ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებულ პრივილეგიას. ამრიგად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სარგებლობს კონსტიტუციური პრივილეგიით – მსჯავრდებულთა შეწყალების განსაკუთრებული უფლებით. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული პრივილეგია გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმის ნაწილს. 
[1] 2 3 4 5
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC