20:28, Tuesday, 18.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-10-30
კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ
კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ,,ორგასაღებიან სისტემასთან“ დაკავშირებით. 
2014-10-28
ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი 23 ოქტომბერს, მონიტორინგის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ორგანიზაცია სოფელში ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებულ დაძაბულობას შემაშფოთებლად მიიჩნევს და სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რათა დროულად განიმუხტოს სიტუაცია. 
2014-10-10
მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.
2014-10-07
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციაში მოქალაქის ცემის ფაქტზე ექსპერტიზების დასკვნებს წარმოადგენენ
8 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს გააცნობენ.
2014-10-06
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი. 
2014-10-03
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების „თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობა“ წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ
2014-09-30
მიმართვა
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, დაკითხოს მსჯავრდებული ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე.
2014-09-23
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგმართავთ წინადადებითა და თხოვნით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციისათვის, სასწრაფოდ მოხდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება, რომლის მუშაობაში აქტიურ მონაწილებას მიიღებენ როგორც პარლამენტის და მთავრობის  წევრები, ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია).
2014-09-19
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით მშვიდობის კვირეული გაიმართება
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მშვიდობის კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ფილმის ჩშვენება, დისკუსიები, სამშვიდობო აქცია.  
2014-09-18
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადავადების თაობაზე
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდება. ამჟამად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ფუნქციონირებს, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მისი დანერგვა კი 2014 წლის 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო.
2014-09-18
სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგი ფაქტის შესახებ
ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების  უფლება და რელიგიის თავისუფლება.
2014-09-11
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს
12 სექტემბერს, 12:30 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასა და  ხელახალი  ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. პრესკონფერენციას დაესწრებიან ყოფილი პოლიტპატიმრები, ასევე - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორები.
2014-08-20
სახალხო დამცველის განცხადება პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს 2014 წლის 17 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმეს და მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას.
2014-08-15
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით
ვეხმაურებით საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. 
2014-08-12
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სასწრაფო მიმართვა აზერბაიჯანში უფლებადამცველების დევნისა და დაპატიმრების შესახებ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებული ვართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების გამო.
2014-08-08
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია შეშფოთებულია აზერბაიჯანში უფლებადამცველების დევნისა და დაპატიმრების თაობაზე
აზერბაიჯანი: გახშირებული რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ჩირქს სცხებს აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობას (თავმჯდომარეობას).
2014-08-08
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით
8 აგვისტოს ექვსი წელი შესრულდა რუსეთს-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 
2014-08-04
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დევნის თაობაზე
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის მოქალაქის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავატის“ წევრის, დაშგინ აღარარლის დაკავებისა და აზერბაიჯანში მისი მოსალოდნელი ექსტრადიციის გამო. 
2014-08-04
„ეს შენ გეხება“ მიესალმება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას
კამპანია „ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით  მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს.
2014-07-28
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 19 ივლისს თბილისში სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა შეისწავლა 2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტი. 
1 [2] 3 4
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC