19:09, Thursday, 02.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-12-25
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მუშაობასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების არასწორი პრაქტიკისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შესახებ, რითაც არსებითად ილახება პატიმართა უფლებები.
2015-12-25
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.
2015-12-23
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიკერძოებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.
2015-12-18
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით
განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. მათივე განცხადებით, ზეწოლის მიზანი იყო ის, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღებით და წესით ემსჯელათ კონკრეტული მსჯავრდებულების საქმეებზე.
2015-12-09
კოალიცია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, სიფრთხილით მოეკიდონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეფასებას
კოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისგანცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან.
2015-12-07
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა შეწყალების უფლების პატრიარქისათვის მინიჭების იდეის თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების თაობაზე სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისათვის საფრთხის შემცველად აფასებს
2015-12-06
კოალიცია მოითხოვს ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი
კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
2015-12-03
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა უცხოელთათვის ლტოლვილის/ ჰუმანიტარული სტატუსის მიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს უცხოელთათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
2015-12-02
არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვს
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე.
2015-12-02
კოალიციის შეფასება მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებზე
კოალიციის შეფასებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს.მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის, მათ შორისაა...
2015-11-20
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მესაკუთრის ინტერესების ხელყოფის თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მესაკუთრის ინტერესების ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მესაკუთრე სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად კარგავს საკუთრებას და შემდეგ მისივე საკუთრებით უწევს თაღლითური გზით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების შესრულება.
2015-11-20
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას
უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ.
2015-11-17
12 ნოემბერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორ
12 ნოემბერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების  დაწყებასთან დაკავშირებით. 
2015-11-16
სახალხო დამცველის განცხადება მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა/დაწინაურების საკითხზე
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურებას არსებითი გავლენა აქვს დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს.
2015-11-12
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებაში არსებული ხარვეზების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ასევე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს, აღმოფხვრას ხარვეზები იმ მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებაში, რომლებსაც 2006-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ან საპატიმროებში არსებულ არასათანადო პირობებში, დაუზიანდათ ჯანმრთელობა.
2015-11-11
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით
პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა პროკურატურის სისტემის რეფორმირების კონცეფცია, ხოლო შემდგომ - პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. როგორც ცნობილია, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული როგორც რეფორმის კონცეფცია, ისე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან რეფორმა ვერ უზრუნველყოფდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებასა და დამოუკიდებლობას. რეფორმის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მხოლოდ ფრაგმენტულად აისახა კანონპროექტში, რაც არ იყო საკმარისი საკანონმდებლო დონეზე პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. 
2015-11-09
კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული პოზიციით, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა...
2015-11-09
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა - გიორგი მდინარაძის საქმე პროკურატურამ სწრაფად და ობიექტურად უნდა გამოიძიოს
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს გიორგი მდინარაძეს პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგად, ადვოკატს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რაც ასახულია მედიაში გასულ სიუჟეტშიც. დაზიანებების დეტალურ აღწერას ასევე აქვეყნებს სახალხო დამცველის ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც პირადად მოინახულეს დაზარალებული.
2015-11-07
არასამთავრობო ორგანიზაციები: მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
2015-11-06
სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით
გუშინ, 2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღოგანჩინება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ და 6 ნოემბრის დილას შესაბამისი ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში უკვე აისახა კიდეც. განჩინების მიხედვით, მისი მიზანია ამავე მოსამართლის მიერ 3 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად სასამართლოს 14–დღიანი ვადა აქვს.
[1] 2 3 4 5
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC