00:48, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-10-24
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა - მოვითხოვთ დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებას
სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად. 
2016-10-18
სასჯელაღსრულების სამინისტრო წამების მსხვერპლს კომპენსაციის სახით 20 000 ლარს გადაუხდის
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილ მსჯავრდებულის, თამაზ რ.-ის  საქმეზე სასამართლოს სარჩელით მიმართა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 
2016-10-17
საქართველოს სახალხო დამცველი მოხეში მუსლიმების ლოცვის უფლებას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ლოცვა დაიწყეს. აღნიშნული შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობა არის მეჩეთი, თუმცა, შენობის კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული კომისიის მიერ, რომელიც სადავო შენობის საკითხს 2 წელია სწავლობს.
2016-10-16
OMCT-ისა და FIDH-ის სადამკვირებლო მისია ჯიხაშკარში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება
სადამკვირვებლო მისიამ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 საერთაშორისო დამკვირვებელზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა. დამკვირვებლები წარმოადგენდნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს, საერთაშორისო პარტნიორობას ადამიანის უფლებებისათვის და ევროპულ პლატფორმას დემოკრატიული არჩევნებისათვის. 
2016-10-09
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა (NHC) და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) სადამკვირვებლო მისიის წევრებს თავს დაესხნენ
საქართველოს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალადობის ფაქტი მოხდა დასავლეთ საქართველოში. დაუდგენელი პირების ჯგუფი შეიჭრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის # 79 საარჩევნო უბანში, ჩაშალა ბიულეტენების დათვლის პროცესი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის (NHC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) და დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE) ერთობლივ მისიას.
2016-10-06
სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის ბოლო გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას  მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
2016-10-03
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა დიდიძენსა და გორში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით
 ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ინციდენტების გახშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები, ამავე დროს მიიღოს მაქსიმალური ზომები მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC