00:26, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-11-29
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი განცხადება
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი განცხადება რუსეთის მიერ რომის სტატუტზე ხელმოწერის გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2016-11-28
ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალთა გენიტალიების დასახიჩრების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს ყვარლის მუნიციპლიტეტის ზოგიერთ  სოფელში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებს და რელიგიური ტრადიციების საფუძვლით ამ ფაქტების გამართლებას.
2016-11-14
საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „ტაბულას“ სექსისტური შინაარსის მქონე ვიდეო რგოლის ინტერნეტ სივრციდან მოხსნისკენ მოუწოდებს
2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „რესტორანის“ სექსისტური შინაარსის მქონე პრომო ვიდეო–რგოლთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გავრცელებული ვიდეო რგოლი გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.
2016-11-13
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ქალის გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა. 2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს.
2016-11-03
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახალხო დამცველთან მემორანდუმი გააფორმა
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული ცვლილება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ხელშეწყობა, რათა დაცული იქნას მოწმეთა უფლებები და მოხდეს მოწმეებზე საგამოძიებო ორგანოებში ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC