23:24, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-03-30
ახმეტაში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის შესახებ კახეთის საინფორმაციო ქსელის ხელმძღვანელი მიმართვას ავრცელებს
28 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს, თამარ მოდებაძესა და ოპერატორ ზაურ ზავრაშვილს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
2016-03-25
განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს, გამოეხმაუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების  შესახებ. 

2016-03-22
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს „ოდეერის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. 
2016-03-22
NGO-ები ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმ თემს სოლიდარობას უცხადებენ
ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ.
2016-03-22
პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ მიმართვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე
პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ შემავალი ორგანიზაციები: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო ეთანხმებიან ვენეციის კომისიის და ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმის მომავალში უკეთ გახორციელების თაობაზე; ასევე, მიიჩნევენ, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამომდინარეობს კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული პირის ნაკლები ჩართულობიდან, რამაც დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა.
2016-03-19
კოალიციის მოსაზრებები სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღასთან” დაკავშირებით
კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღას” და წარმოადგენს მოსაზრებებს რეფორმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სრულყოფილი და საბოლოო სახით, კანონპროექტი კოალიციისთვის არ გამხდარა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვეყრდნობით ცვლილებების იმ ვერსიას, რომელიც მეორე მოსმენისთვის პარლამენტში იქნა წარდგენილი. 
2016-03-06
განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით
კოალიციას„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს გამოეხმაუროს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და 2016 წლის 29 თებერვალს, თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას
2016-03-02
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სოფელ ადიგენში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციის თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ადიგენში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციის გამო და მოითხოვს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC