23:31, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-04-22
მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს
მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. 
2016-04-20
კამპანია „სამართალი ითხოვს“ შეხვედრებს იწყებს
სასამართლო სისტემაში დღეს არსებული  კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ.
2016-04-08
„ეს შენ გეხება“ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნების დააკავებას ეხმაურება
დღეს, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ და მათი უდანაშაულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეჭქვეშ ვერ დადგება. თუმცა, მისასალმებელია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მოხდა აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენების დაკავება, ასევე, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
2016-04-05
კოალიციის მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებისთვის შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე
უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოალიცია მიესალმება და მხარს უჭერს სამართალდარღვევათა სფეროს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებას. მისი წარმატებით და სრულყოფილად დასრულების შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გარდამტეხი რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამ რეფორმის განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იტყვის უარს მოძველებულ საბჭოურ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომლის ამ ფორმით არსებობა არა მარტო უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ წარმოადგენს დღევანდელი ქართული სამართლებრივი სივრციდან მოწყვეტილ ნორმატიულ აქტს.

2016-04-04
კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით
კოალიცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს.
2016-04-04
„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს
კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტებს და ამ კადრებით არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაშების მიზანმიმართულ მოქმედებებს. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC