21:53, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2017-12-29
მედიის ინსტიტუტი ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებას ეხმიანება
მედიის ინსტიტუტი შეშფოთებულია პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისა და მისი დაკავების კადრების საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გავრცელების გამო.
2017-12-27
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება ე.წ. საპოლიციო რეიდს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება 2017 წლის 22-24 დეკემბერს ჩატარებულ საპოლიციო კონტროლის ღონისძიებას, ე.წ. საპოლიციო რეიდს

კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს. 
2017-12-27
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს შს სამინისტროს მიერ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უკანონო ფაქტს ეხმაურებიან
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი საიდუმლოების უფლების ხელყოფის გამო, რაც თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროაბაში გამოიხატა და მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე შემოწმება და მიიღოს კანონიით გათვალისწინებული ზომები.
2017-12-20
ადამიანის უფლებათა ცენტრი სოფელ შილდაში ქალის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს
2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კერძო საცხოვრებელი სახლის სადგომში გ.გ-მ იპოვა თავისი ძმის 24 წლის ცოლის, ე.ნ-ს ნახევრადშიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე. ცხედარს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა.
2017-12-20
FIDH-ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
FIDH-ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებისა და მათი არასათანადო გამოძიების შესახებ.
2017-12-15
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა  და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას  მიმართავს.
2017-12-12
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით
2017 წლის 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის თავჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევის პროცესს. 
2017-12-08
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიებას
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა მისი “დაკითხვა” ადგილობრივ პოლიციაში და გაურკვეველი დანაშაულებრივი ფაქტების აღიარების იძულება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას, რომელსაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) აწარმოებს.
2017-11-29
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება
ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არ მისცა.  
2017-11-28
კოალიცია და სახალხო დამცველი ეხმიანებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე ხელისუფლების ინციატივას
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.
2017-11-27
არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან
24 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით.
2017-11-20
კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას
წლებია არსებობს კითხვები, თუ რატომ არ დგება დღის წესრიგში მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც აშკარად იკვეთება მათ მიერ სავარაუდო გადაცდომის ნიშნები. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზოგადი და არაგანჭვრეტადი საფუძვლებია, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური მექანიზმების შერჩევითად გამოყენების პრაქტიკა.
2017-11-17
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაციის კამპანიის თაობაზე
არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირები.
2017-11-02
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი შეშფოთების საგანია მაუწყებელში ხელისუფლების და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდა, რაც მნიშვნელოვნად  ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას დემოკრატიული საზოგადოებაში. 
2017-10-31
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა. 
2017-10-21
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, შეწყვიტოს ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებზე ზეწოლა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარა. იგი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.
2017-10-21
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით
გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.
2017-10-20
კოალიცია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად განიხილავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ამ დროისათვის საბჭოში უკვე დასრულდა იმ 38 მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპი, რომელთაც უვადოდ გამწესების შესახებ გააკეთეს განაცხადი. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში უვადოდ დანიშვნის შესახებ საბჭოში განაცხადს კიდევ ის 100-ზე მეტი მოსამართლე წარადგენს, რომლებიც ამჟამად გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები.
2017-10-09
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს
2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე და თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. ეს უკანასკნელი წარსულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკ „ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო. 
2017-10-09
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით 4 საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.
[1] 2 3 4 5
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC