08:14, Thursday, 24.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასწრაფო მიმართვები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2018-12-27
კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.
2018-12-26
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია
საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/265; 25.10.2018), რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები  ყველა სამოხელეო დანაშაულზე უნდა გავრცელდეს.
2018-12-17
გაერთიანებული ოპოზიციისათვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა
ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების  ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით.
2018-12-10
პლატფორმა „არა-ფობიას!“ იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას.
2018-12-08
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პროკურატურის რეფორმის შედეგებს აფასებს
საქართველოს პარლამენტმა ,,პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი, 30 ნოემბერს, მესამე მოსმენით მიიღო. ამ კანონის შემუშავებას 2017-2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმა დაედო საფუძვლად, რომელმაც პროკურატურის ორგანიზაციული მოწყობა და ფუნქციონირება ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია. პროკურატურის სისტემაში კონსტიტუციური რეფორმის მიზანი დამოუკიდებლობის და პოლიტიკურად ნეიტრალური მართვის სისტემის უზრუნველყოფა იყო.
2018-11-23
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვს, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.
2018-11-22
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით
„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით
2018-11-14
მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს ყოფილი მთავარი პროკურორის სავარაუდო მონაწილეობა ბიზნესმენის ქონების იძულებით დათმობის პროცესში
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას,გამოიძიოს ბიზნესმენ დავით ადეიშვილის ქონების იძულებით დათმობის ფაქტზესაგამოძიებო მოხელეთა სავარაუდოდანაშაული. მათ შორის, მნიშვნელოვანია, მთავარმა პროკურატურამ გამოკვეთოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა როგორც უშუალოდ დავით ადეიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, ისე შემდგომში ამ დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებაზე.
2018-11-14
რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხი მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოვუწოდებთ მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით.
2018-10-31
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ძირითადი ტენდენციები
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ. ორგანიზაციის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანკისის ხეობაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 
2018-10-27
საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

2018-10-24
სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა. 
2018-10-12
უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები პოლიციაში დაიბარეს
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, იურისტი ეკა ქობესაშვილი და ჩართულობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი ხვალ დილით შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაიბარეს უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
2018-10-10
მედიის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 'კურიერის' ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით
მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. 
2018-10-10
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს
2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 
2018-10-09
ხანუმ ჯეირანოვა vs საქართველო - ადამიანის უფლებათა ცენტრის და საფარის ერთობლივი განაცხადი CEDAW-ში
მიმდინარე წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა  და  „საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე. 
2018-10-05
არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. 
2018-10-01
პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას.
2018-09-29
პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას.
2018-09-26
კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს
გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში  თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
[1] 2 3 4
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC