n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ქაცარავას პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ

MAY 15, 2024
Humanrights.ge

14 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რომელსაც სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ, კვლავ კლინიკაში რჩება. დავით ქაცარავას ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა, მას სახის ძვლები აქვს მოტეხილი.

დავით ქაცარავას სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. 

ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. 

ახალი ამბები