10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში შესახლებულ უსახლკარო ოჯახებს მოინახულებენ. უსახლკარო მოქალაქეებს ადგილზე იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი