n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

JUN 7, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი  შემაშფოთებლად მიიჩნევს   შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და დასაქმებულთა ინტერესების იგნორირების ხარჯზე. 

შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული არაჯანსაღი პროცესების  შედეგად,  კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო მეორე მოსმენით იმგვარად, რომ ცვლილებები არ შეხებია შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ  ისეთ არსებით მუხლებს, როგორიცაა: შრომითი ხელშეკრულება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური სამუშაო, დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და წესი, მასობრივი დათხოვნა, კოლექტიური ხელშეკრულება, დავა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პროფესიული  კავშირების გაერთიანებასთან და სამოქალაქო  საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული  შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პროფესიული კავშირების ერთობლივი მიმართვის შედეგად, შემუშავდა  რეკომენდაციები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების იმგვარად დახვეწა, რომ გამორიცხული ყოფილიყო დამსაქმებლის მხრიდან მათი ინტერპრეტირების შესაძლებლობა; ასევე გარანტირებული ყოფილიყო - ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების ვალდებულება, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უფრო მეტად დაცვა, ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთა შრომის რეგულირება და სხვა. შეთავაზებული რეკომენდაციების ნაწილი იმ პერიოდში მთავრობამ გაიზიარა. 

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში  შრომის კოდექსის პროექტის  განხილვასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პროცესების შედეგად,   ეჭვქვეშ დადგა  ქვეყნის ერთგულება და პატივისცემა ევროპული შრომითი სტანდარტებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებისადმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, დაიცვან ევროპული ღირებულებები და დასაქმებულთა კანონიერი ინტერესები. ამავე დროს, მხარი არ დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების აზრის უგულვებელყოფით მიღებულ კულუარულ გარიგებებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები