n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნდათ

JUN 11, 2013
 
როგორც ცესკოს მიერ, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ ოთხ კანდიდატს, მათ მიერვე ცესკოს ანგარიშზე განთავსებული თანხა - 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნდათ. 

არჩევნებში დამარცხებული კანდიდატებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი  დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ცესკოს ანგარიშზე 5 ათას ლარიანი დეპოზიტის შეტანას ავალდებულებდა. ეს მოთხოვნა არ ეხებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენ სხვა ისეთ საარჩევნო სიბიექტებს, როგორებიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი. ამასთან, აღნიშნული თანხა კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდებოდა, თუკი იგი არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 10 %-ს მიიღებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ  იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს,  რომლებმაც შუალედურ არჩევნებში 10%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ცესკოს ანგარიშზე შეტანილი 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნდათ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები