n21_cats
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
n21_themes
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

AUG 5, 2013
 
31 ივლისს ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებული სხვა პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამამართლებელი განაჩენი გამოტანა.

ამ ეტაპზე ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ სასამართლო პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლოს მცირე ზომის, #3 სასამართლო დარბაზში. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს იწვევს და მასზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველთვის განსაკუთრებით დიდი იყო, რის გამოც სასამართლო პროცესები იმართებოდა საქალაქო სასამართლოს დიდი ზომის დარბაზში. ამის გათვალისწინებით, გაუგებარია, თუ რატომ გაიმართა საბოლოო სხდომა მცირე ზომის დარბაზში, რის გამოც, ბევრ დაინტერესებულ პირს წაერთვა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, რითაც შეიზღუდა საქმის საჯარო მოსმენის უფლება.

უფლება საჯარო მოსმენაზე განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით.
უფლება საჯარო მოსმენაზე გულისხმობს არა მხოლოდ ბრალდებულის უფლებას, საჯარო მოსმენა გაიმართოს საქმეზე, არამედ, საზოგადოების უფლებასაც, ინფორმაცია მიიღოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, დაესწროს სასამართლო პროცესს.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების სასამართლოს პროცესების დიდი ზომის დარბაზში გამართვა, რათა დაცულ იქნას საჯარო ინტერესი და დაინტერესებულ პირებს მიეცეთ პროცესებზე მაქსიმალურად დასწრების შესაძლებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები