კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გაჩეჩილაძემ ვიდეოკონფერენციიდან ტელეჟურნალისტები გააძევა

22 ნოემბერი, 2007

ოპოზიციური “ერთიანი ეროვნული საბჭოს” მიერ დასახელებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ სამუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ისა და ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტებს “ რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის მიერ  21 ნოემბერს ორგანიზებული ვიდეოკონფერენცია დაატოვებინა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად გაჩეჩილაძემ აღნიშნული ტელეკომპანიების პოზიცია, კერძოდ, მათი “სუბიექტურობა” დაასახელა.

გაჩეჩილაძის გაღიზიანება  ხსენებული ტელეკომპანიების ეთერში 20 ნოემბერს გასულმა სიუჟეტებმა გამოიწვია. მათში  გაშუქებული იყო ოპოზიციის ლიდერების მიერ 7 ნოემბერს დაზარალებიული მოქალაქეების მონახულება სააავდმყოფოებში. ერთ-ერთი დაზარალებულის მაგალითზე ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ტელესიუჟეტებში  გაშუქებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაც - სამინისტროს წარმომადგენლებმა  კატეგორიულად  უარყვეს ოპოზიციის აღნიშნული მტკიცება და მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზეს.

ვიდეოკონფერენციამ დააკავშირა  თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის და მოსკოვში სააგენტო ”რია ნოვოსტის” პრეს-ცენტრის მოედნები.

ლევან გაჩეჩილაძემ  რუსი ჟურნალისტების და მოსკოვში აკრედიტებული უცხოური მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები