კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მედია ტელე და რადიოკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის დაუყონებლივ აღდგენას მოითხოვს

26 ნოემბერი, 2007

 საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელები  და ჟურნალისტებმა სახალხო დამცველის ოფისში ხელი მოაწერეს საქართველოს ხელისუფლებისადმი გასაგზავნ მიმართვას ტელე და რადიო კომპანია „იმედის“ მაუწყებლობის დაუყონებლივ აღდგენის მოთხოვნით.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„სიტყვის თავისუფლება თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შეუძლებელია ავაშენოთ თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო, თუ არ იქნება აზრის და სიტყვის თავისუფლების სრული გარანტია.

მიგვაჩნია, რომ გამოწვევა, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ ღირსეულად უნდა მიიღოს.

რთულია ვითარება, რომელიც საქართველოში ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენების შედეგად წარმოიშვა. ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის აუცილებელია პლურალისტული მედია გარემოს სრული აღდგენა.

ამასთან, ვფიქრობთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, საქმიან გარემოში მაღალი სტანდარტებით, რაც მედიისთვის, პირველ რიგში,  გულსხმობს ნებისმიერი ხასიათის ძალადობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვართ, რომ ამას აცნობიერებს როგორც მედიის ასევე მთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა აღდგეს ტელე და რადიოკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა, რაც იქნება სწორი ნაბიჯი, მიმართული დემოკრატიის განვითარებისკენ“.

მიმართვას ხელი მოაწერა მედიის თითქმის ყველა საშუალებამ.

წყარო: მედია.გე


ახალი ამბები