კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე პარლამენტის ხელმძღვანელისგან პასუხს ელის

27 ნოემბერი, 2007

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს აინტერესებს, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც 7 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას უფლებამოსილებას გადაამეტეს.
საქმის მოსალოდნელი აღძვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც ელენე თევდორაძემ პარლამენტის დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ მას შეკითხვებით უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, „ბიუროს ან კომიტეტის სახელით ხომ არ გავგზავნოთ წერილი პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაცია მოვითხოვოთ?“, - იკითხა დეპუტატმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, წერილის გაგზავნა საჭირო არ არის, რადგან ამ საკითხს ის თავად გაარკვევს და სათანადო ინფორმაციას თევდორაძეს 29 ნოემბრის რიგგარეშე სესიაზე გააცნობს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები